MOE: ურთიერთგაგების მემორანდუმი კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ

28.05.2013 02:11

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი კატასტროფების რისკის შემცირების სამუშაოებში ჩართულ სამთავრობო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. ურთიერთგაგების მერმორანდუმს ხელი მოაწერეს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო შარაშიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა, „გადავარჩინოთ ბავშვები" -ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ნათია დეისაძემ და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი"-ს (ASB) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ბერნდ ილგიმ. „გადავარჩინოთ ბავშვები" და ASB ახორციელებენ პროექტს „კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებსა და ინსტიტუციებში", რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის კატასტროფებისადმი მზადყოფნის ოფისის (ECHO) მიერ "კატასტროფების რისკის შემცირება სამხრეთ კავკასიის დაუცველ თემებსა და ინსტიტუციებში" პროგრამის (DIPECHO II ფაზა) ფარგლებში. მემორანდუმის მიზანია სკოლამდელი განათლების სფეროში „კატასტროფების რისკის შემცირების" დანერგვის მხარდაჭერა, პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბავშვო ბაღების თანამშრომლების შესაძლებლობებისა და უნარების განვითარება და კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საგანმანათლებლო ანიმაციური ფილმის პრეზენტაცია.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: სამინისტროში კატასტროფების რისკების შემცირების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
01:03

MOE: სამინისტროში კატასტროფების რისკების შემცირების შესახებ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
00:59

MOE: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ურ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ურთიერთგაგების მემორანდუმი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ)
01:15

MOE: ურთიერთგაგების მემორანდუმი გერმანიის საერთაშორისო თანამ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა
01:14

MOE: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ურთ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა
01:05

MOE: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სასტუმრო \"რადისონში\" ელექტრონული სისტემის დანერგვის შესახებ ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა
01:28

MOE: სასტუმრო "რადისონში" ელექტრონული სისტემის დანერგვის შეს...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალის შეფასების სისტემის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
01:26

MOE: მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალის შეფასების სისტემის...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: მემორანდუმის ხელმოწერა
02:46

MOE: მემორანდუმის ხელმოწერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო