MOE: სამინისტროში კატასტროფების რისკების შემცირების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

28.05.2013 01:03

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი კატასტროფების რისკის შემცირების სამუშაოებში ჩართულ სამთავრობო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. ურთიერთგაგების მერმორანდუმს ხელი მოაწერეს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო შარაშიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა, „გადავარჩინოთ ბავშვები" -ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ნათია დეისაძემ და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი"-ს (ASB) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ბერნდ ილგიმ. „გადავარჩინოთ ბავშვები" და ASB ახორციელებენ პროექტს „კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებსა და ინსტიტუციებში", რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის კატასტროფებისადმი მზადყოფნის ოფისის (ECHO) მიერ "კატასტროფების რისკის შემცირება სამხრეთ კავკასიის დაუცველ თემებსა და ინსტიტუციებში" პროგრამის (DIPECHO II ფაზა) ფარგლებში. მემორანდუმის მიზანია სკოლამდელი განათლების სფეროში „კატასტროფების რისკის შემცირების" დანერგვის მხარდაჭერა, პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბავშვო ბაღების თანამშრომლების შესაძლებლობებისა და უნარების განვითარება და კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საგანმანათლებლო ანიმაციური ფილმის პრეზენტაცია.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
00:59

MOE: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ურ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ურთიერთგაგების მემორანდუმი კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ
02:11

MOE: ურთიერთგაგების მემორანდუმი კატასტროფების რისკის შემცირე...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოსთან
01:03

MOE: ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შვეიცარიის თანამშრომლ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი

MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE:  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონული დირექტორი საქართველოში
01:02

MOE: შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: შეხვედრა სხვადასხვა სექტორული მიმართულებით გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობაზე
01:09

MOE: შეხვედრა სხვადასხვა სექტორული მიმართულებით გარემოსდაცვი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: შეხვედრა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონულ დირექტორთან
01:02

MOE: შეხვედრა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის საა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: შეხვედრა გარემოსდაცვით საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობის შესახებ
00:57

MOE: შეხვედრა გარემოსდაცვით საკითხებზე სამომავლო თანამშრომლო...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო