MOE: ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოსთან
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოსთან საქართველოში კატასტროფების რისკების შემცირების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მას ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ და შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს დირექტორმა რუდოლფ შოხმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანია "პრევენციისა და მზაობის სისტემის გაძლიერება - მეორე ეტაპი" (Strengthening of the Prevention and Preparedness System-Phase II)" პროექტის განხორციელება და საქართველოში კატასტროფების რისკის შემცირების შესაძლებლობების გაძლიერება. პროექტი განხორციელდება ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც მაღალია ბუნებრივი კატასტროფების რისკი და ხელს შეუწყობს მოსახლეობის დაცვას სტიქიური მოვლენებისაგან. ამასთანავე, მისი განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდება პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად რისკების მართვის (შვეიცარიის გამოცდილების საფუძველზე) მეთოდოლოგიის სისტემური მიდგომის შემუშავება და გამოყენება ეროვნულ დონეზე. პროექტი მიზნად ისახავს კატასტროფების მართვის შესაძლებლობების გაძლიერებას საქართველოში სამთავრობო დონეზე. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 625.000 შვეიცარულ ფრანკს. პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გამოიყენებს მიღებულ ცოდნასა და მეთოდოლოგიებს რისკების რუკების შესადგენად.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მარ...
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...
მსგავსი ვიდეოები
MOE: ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საერთაშორისო სასკოლო...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: სატყეო სექტორში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
APA: ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
დაცული ტერიტორიების სააგენტო
MOE: მინისტრი ხათუნა გოგალაძე პარიზში ავსტრიელ კოლეგას შეხვდ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
APA: ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა
დაცული ტერიტორიების სააგენტო
MOE: შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო