MOE: სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

28.03.2014 01:10

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოაწერეს. მემორანდუმი ხელს შეუწყობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, დაადგინოს ტყის საზღვრები და აღმოფხვრას სატყეო ზონაში მოხვედრილი ნაკვეთების არაკანონიერი გასხვისების შემთხვევები, იუსტიციის სამინისტროს კი საშუალებას მისცემს, სწრაფად და შეუფერხებლად დაურეგისტრიროს საკუთრების უფლება იმ მოქალაქეებს, რომლებიც უძრავ ქონებას დაცული ტერიტორიების მიმდებარედ ფლობენ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო რეგისტრირებული უძრავი ნივთებისა და ტყის ფონდის საზღვრების საკადასტრო მონაცემების ელექტრონულ ბაზებს, ორთოფოტოებსა და 1997-2006 წლებში საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების მიერ ჩატარებული მიწების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ მონაცემებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადასცემს, რაც დაცული ტერიტორიების ზუსტი საზღვრების დადგენასა და არაკანონიერი გასხვისების პრობლემას საბოლოოდ გადაჭრის. დღესდღეობით, დაზუსტებული საზღვრების არარსებობის გამო, მოქალაქეები დაცული ტერიტორიების მიმდებარე ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან. დაცული ტერიტორიების საზღვრების საბოლოოდ დადგენის შემდეგ, ამ მონაცემთა გათვალისწინებით, მოხდება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენა. რაც შეეხება სარეგისტრაციო ქონებას, ერთიანი მონაცემები საჯარო რეესტრის სააგენტოს საშუალებას მისცემს, განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები ქონების რეგისტრაციის თაობაზე და დაარეგისტრიროს მათი უძრავი ქონება.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება ბულგარეთის გარემოსა და წყლის დაცვის მინისტრთან
01:11

MOE: ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება ბულგარეთის გარემოსა და...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: შეხვედრა უნგრეთის ელჩთან
00:55

MOE: შეხვედრა უნგრეთის ელჩთან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ხათუნა გოგალაძე საქართველოში მყოფ ბულგარეთის რესპუბლიკის გარემოსა და წყლის მინისტრს შეხვდა
01:07

MOE: ხათუნა გოგალაძე საქართველოში მყოფ ბულგარეთის რესპუბლიკი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ბულგარეთის გარემოს დაცვის მინისტრმა და ხათუნა გოგალაძემ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
01:39

MOE: ბულგარეთის გარემოს დაცვის მინისტრმა და ხათუნა გოგალაძემ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: მინისტრის შეხვედრა ელჩთან
01:18

MOE: მინისტრის შეხვედრა ელჩთან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: შეხვედრა სამინისტროების და მერიის წარმომადგენლებთან ასათიანის ქუჩაზე მშენებლობის შესახებ
01:20

MOE: შეხვედრა სამინისტროების და მერიის წარმომადგენლებთან ასა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: პრესკონფერენცია სამინისტროს ახალი სტრუქტურების და ფუნქციების შესახებ
01:37

MOE: პრესკონფერენცია სამინისტროს ახალი სტრუქტურების და ფუნქც...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: პრესკონფერენცია სამინისტროს რეორგანიზაციისა და განხორციელებული ცვლილებების შესახებ
01:12

MOE: პრესკონფერენცია სამინისტროს რეორგანიზაციისა და განხორცი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო