გაახარე შენი ბზა
ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორ-ეპისკოპოსმა თეოდორემ საზოგადოებას მიმართეს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ბზის მოჭრისაგან რეალიზაციის მიზნით და დიდი რაოდენობით ტოტების შეძენისაგან. სამინისტრო ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევებზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობს ცნობის საფუძველზე. კოლხური ბზა გადაშენების საფრთხის წინაშეა და ამის გამო დაცულია საქართველოს „წითელ ნუსხით“. ჩვენი ქვეყნისთვის მას აქვს როგორც უდიდესი ეკოლოგიური დატვირთვა, როგორც ენდემურ სახეობასა და კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტ და უძვირფასესი მცენარეს, ასევე, მნიშვნელოვანია რელიგიური თვალსაზრისით. უკანასკნელი წლების განმავლობაში ბზა მასობრივად ხმება ბუნებრივი გავრცელების მთელ არეალზე. დადგენილია ხმობის ძირითადი მიზეზები: დაავადება - ე.წ „ბზის სიდამწვრე“ (დაავადებამ თითქმის მთლიანად გაანადგურა აჭარის ტერიტორიაზე არსებული ბზის უნიკალური კორომები) და დაავადებას დაემატა მავნებელი მწერი - ბზის ალურა, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჯერ კიდევ შემორჩენილ, ჯანსაღ ნარგაობას. ამჟამად, დღის წესრიგში დგას კოლხური ბზის, როგორც სახეობის გადარჩენა, რაც კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული, ფინანსურად უზრუნველყოფილი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს არსებული მდგომარეობის შერბილებაზე. - გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა და კონფერენცია, ქვეყანაში მოქმედ, შესაბამისი პროფილის მქონე სამეცნიერო ორგანიზაციების მონაწილეობით; - ბზის ჯანსაღი კორომებიდან შეგროვდა თესლი და შეიქმნა თესლის ბანკი; - განხორციელდა ბზის დაკალმება - მის გასამრავლებლად; - CENN -ის დახმარებით მომზადდა საინფორმაციო ვიდეო/აუდიო რგოლები და ბეჭდური მასალა, დაავადების/მავნებლის პრევენციის უზრუნველსაყოფად რეკომენდირებული ღონისძიებებისა და შინაურ პირობებში ბზის გამრავლების წესების შესახებ; - IUCN-ის დახმარებით ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდის ტერიტორიაზე (სამეგრელო ზემო სვანეთის, კახეთის, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში) განხორციელდა სატყეო პათოლოგიური შესწავლა საერთაშორისო ექსპერტების მიერ. უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ბზის უკანონოდ მოპოვება ტყეში, რაც ერთის მხრივ ანადგურებს ჯერ კიდევ ჯანსაღად შემორჩენილ ნარგაობას, ასევე ხელს უწყობს დაავადებისა და მავნებლის გავრცელებას. #გაახარეშენიბზა #იზრუნეგარემოზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მარ...
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...
მსგავსი ვიდეოები
„გაახარე შენი ბზა!“
Giorgi Kvirikashvili
კოლხური ბზა - საქართველოს რეგიონებში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
Secret Santa: საჩუქრის ინსტრუქციები
საქართველოს ბანკი
Secret Santa: ბედნიერი საჩუქრის შექმნა ორი წინდით და მარჯვე...
საქართველოს ბანკი
გაატარე შენი ზაფხული საქართველოში
TV IMEDI
გაატარე შენი ზაფხული საქართველოში
TV IMEDI
გაატარე შენი შემოდგომა საქართველოში
TV IMEDI
ქართველი ბიზნესმენები ამერიკაში კამპანიას “გაატარე შენი ზაფხ...
Business Media Georgia