MOE: პროექტი "ეროზიის კონტროლის ინტეგრირებული ღონისძიებები სამხრეთ კავკასიაში"
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დახმარებით თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე პროექტი "ეროზიის კონტროლის ინტეგრირებული ღონისძიებები სამხრეთ კავკასიაში" დაიწყო. პროექტის მიზანია შეისწავლოს სამხრეთ კავკასიის მაღალი რისკის მქონე მთიან რეგიონებში ეროზიის გამომწვევი მიზეზები და მოხდეს მათი გათვალისწინება ეროვნულ გეგმებსა და რეგულაციებში. ასევე ხელი შეეწყობა ეროზიის ინტეგრირებული კონტროლის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული პოლიტიკის ფორმირებას ეროვნულ დონეზე. საძოვრებისა და ტყით დაფარული ფართობების არამდგრადმა გამოყენებამ, თუშეთის ხეობის სუბალპური ზონის ზაფხულის საძოვრებზე ძლიერი ეროზია გამოიწვია. პროექტის ფარგლებში დაინტერესებული მხარეები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და სამომავლოდ ითანამშრომლებენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ხელმძღვანელობა და სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მარ...
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...