გაწელვები სახლის პირობებში ადგომის გარეშე
მარტივი გაწელვები სახლის პირობებში ადგომის გარეშე! რომელთა გაკეთება შეიძლება მუშაობის, რაიმეს ყურების ან ლაპარაკის პარალელურად! ამ ვიდეოს გაკეთება მინდოდა ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც ამ პერიოდში უწევს სახლიდან მუშაობა დარჩით სახლში და ივარჯიშეთ სახლიდან გაუსვლელად! გააკეთეთ იმდენი რამდენიც გესიამოვნებათ, არ გადატვირთოთ ზედმეტად სხეული. 💪 დაიწყეთ კისრის გახურებით ხუთ-ხუთი დახრა მარჯვენა და მარცხენა მხარისკენ, შემდეგ ხუთ-ხუთი დახრა წინ და უკან, დაამთავრეთ კისრის გახურება ტრიალებით - ხუთჯერ ერთ და ხუთჯერ მეორე მხარეს. 🧘🏼 კისრის გახურების შემდეგ დაჯექით ლოტოსის პოზაში, ერთი ხელი გაჭიმეთ რაც შეიძლება წინ, ისე რომ არ მოაშოროთ ზედაპირს და მეორე უკან. ამ ვარჯიშისას გაგეწელებათ ზურგი. 🦵ერთი ფეხი გაშალეთ მეორე მოხარეთ, მიადათ გაშლილ ფეხს და დაიხარეთ გაშლილ ფეხთან, ჯერ ორივე ხელით და შემგდომ პარალელური ხელით, როგორც მარჯვენა ისე მარცხენა ფეხზე 🏃♀️დაწექით ზურგზე და გააკეთეთ აქნევები, ისე რომ ფეხი იყოს მკაცრად თქვენს წინ, შეეცადეთ აქნევის დროს არ მოხაროთ მუხლები. 10-15 აქნევის შემდეგ დაიჭირეთ ფეხი მაქსიმალურად გაშლილ მდგომარეობაში და ნელ-ნელა გამოწიეთ თქვენსკენ და გააჩერეთ ცოტა ხნის განმავლობაში. ვაკეთებთ როგორც მარჯვენა ისე მარცხენა ფეხზე 🏃♂️ იგივე მდგომარეობაში აიქნიეთ ფეხი ოდნავ გვერდით იგივე მხართან. ეს აქნევებიც გააკეთეთ სადღაც 10-15 ჯერ და შემდგომ დაიჭირეთ ფეხი მაქსიმალურად გაშლილ მდგომარეობაში 💪 მოტრიალდით გვერდზე და გააკეთეთ გვერდითა აქნევები მხართან 👉 გადატრიალდით მუცელზე, ხელებით მიიწიეთ თეძოებთან და აიწიეთ მაღლა, გაწელეთ ზურგი ცოტა ხნის განმავლობაში და შემდგომ მოდუნდით გამომყევით: სპორტული instagram: tata_polefit პირადი instagram: tatakarb მუსიკისთვის მადლობა: https://www.bensound.com #ვარჯიშებისახლში #გაწელვები #EBAmambers
Tata Karbelashvili-ის სხვა ვიდეოები
როგორ ჩავჯდეთ შპაგატში
როგორ გადავიდეთ ხიდზე
როგორ დავდგეთ ხელებზე
10 წუთიანი გახურება ვარჯიშამდე
04:30
როგორ გავაკეთოთ გვერდითა ყირამალა (იგივე ბორბალი)
15:25
დილის გამამხნევებელი მარტივი ვარჯიშები
10:35
ზურგის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშები │ სახლის პ...
08:56
პრესის 8 წუთიანი ვარჯიშები სახლის პირობებში
მსგავსი ვიდეოები
გაწელვები ვარჯიშის დასასრულს - როგორ ვივარჯიშოთ სახლის პირობ...
Online Trainer Nina Iluridze
ზურგის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშები │ სახლის პირობებში │
Tata Karbelashvili
პრესის 8 წუთიანი ვარჯიშები სახლის პირობებში
Tata Karbelashvili
გახურება ვარჯიშის წინ//6 წუთიანი ენერგიული გახურება სახლის პ...
Online Trainer Nina Iluridze
იოგა-პილატესის მიქსი მთელი სხეულისათვის//თხელი და გრძელი ფორ...
Online Trainer Nina Iluridze
გააკეთეთ ეს გაწელვები ( იგრძენი თავი გენიალურად )
Patiko
როგორ დავდგეთ თავზე მარტივად დამწყებებისთვის
Tata Karbelashvili
გაწელვების 8 წუთიანი კომპლექსი ვარჯიშის ბოლოს
Online Trainer Nina Iluridze