საკრებულოს წევრ ქალთა გაერთიანება უკეთესი თვითმმართველობისათვის - ამ მიზნით, საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციამ, გაეროსა და სიდასთან ერთად, სასტუმრო შერატონში თვითმმართველობის წევრი ქალები შეკრიბა.
შეხვედრას მთელი საქართვეწლოს მასშტაბით, 180 საკრებულოს წევრი ქალბატონები ესწრებოდნენ. ფორუმი საქართველოში გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა, ჯეიმი მაკგოლდრიკმა გახსნა. მისი თქმით, ქალებს უკეთ ესმით ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები და თვითმმართველობის დონეზე, რეალური გავლენების მოხდენა შეუძლიათ.
შეხვედრის მონაწილეები მათთვის საინტერესო საკითხებზე გვესაუბრნენ. თითოეული მათგანი მიიჩნევს, რომ ადგილობრივ საკრებულოებში ქალთა დიდი რაოდენობით ჩართვა, ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანი ფაქტორია.
შეხვედრას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებიდანაც ესწრებოდნენ. ფორუმზე იმყოფებოდნენ გენდერული თანასწორობის საბჭოს, პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები.
შეხვედრის დამსწრეებმა ფორუმის კონცეფცია განიხილეს და ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი. კონფერენცია პროექტ \"ქალებს შეუძლიათ მართონ ქვეყანა: ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის მხარადასაჭერად\" ფარგლებში შედგა. პროექტი გაეროს ერთობლივი პროგრამის, \"გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში\" ხორციელდება. მას მხარს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, სიდა აფინანსებს. @vasasi | http://fb.com/vasasisblog
http://www.vasassi.com/