ყველაზე სახიფათო მსოფლიო რეკორდები ★ ტოპ ფაქტები ★

05/11/2018
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?...
► ფეისბუქი:   / topfaqtebi  
► ინსტაგრამი:   / topfaqtebi  
► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi
----------
ვიდეოში 10 ყველაზე სახიფათო მსოფლიო რეკორდს გაგაცნობთ:
10. დარტყმა ფეხებს შორის
ჩვენს დღევანდელ სიას ცოტა უცნაური რეკორდით ვიწყებთ - კირბი როი, რომელიც შავი ქამრის მფლობელია კარატეში, წლების განმავლობაში ვარჯიშობდა ფეხებს შორის დარტყმის გამძლეობის გასაზრდელად. მსოფლიო რეკორდის დამყარებაში მას 203 სანტიმეტრის სიმაღლის MMA მებრძოლი, ჯესი სმიტი დაეხმარა, რომელმაც კირბის 500 კილოგრამის სიძლიერის დარტყმა მიაყენა ფეხებსშორის.
9. შეჭმული თვითმფრინავი
ფრანგი მიშელ ლოტიტო იმით გახდა ცნობილი, რომ ლითონისა და შუშისგან დამზადებულ სხვადასხვა ნივთებს მიირთმევდა. ითვლება, რომ 1959-დან 1997 წლამდე ლოტიტომ 9 ტონა ლითონი შეჭამა. ყველაზე დიდი ნივთი, რომელიც მიშელმა მიირთვა, თვითმფრინავი სესნა 150-ა. გინესის რეკორდების კომისიამ მას ბრინჯაოსგან დამზადებული სიგელი გადასცა, რომელიც აგრეთვე ლოტიტოს კუჭში აღმოჩნდა.
8. თოკზე სიარული
უამრავი ლეგენდარული თოკზე მოსიარულე არსებობს და ზოგიერთ მათგანზე, მაგალითად ფრანგ ფილიპ პეტიტზე ფილმიც კია გადაღებული. ამერიკელმა ნიკ ვალენდამ 2014 წელს ერთდროულად ორი რეკორდი დაამყარა, ყველაზე დიდ სიმაღლეზე, დახრილი კუთხით დამაგრებულ თოკზე გავლა და ყველაზე დიდ სიმაღლეზე შესრულებული გავლა თვალახვეული მოსიარულეს მიერ. შენობებს შორის, 152 მეტრის სიმაღლეზე, ყოველგვარი დამცავი ბადეებისა და თოკების გარეშე გასავლელად ნიკს 6 წუთი და 52 წამი დასჭირდა.
7. ნახტომი წყალში
ბრაზილიელ-შვეიცარიელი ლასო შალერი შვეიცარია-იტალიის საზღვართან მდებარე კლდიდან მომცრო ზომის ტბაში გადახტა. ვარდნის სიმაღლე თითქმის 60 მეტრი იყო და შალერის ვარდნის მაქსიმალურმა სისწრაფემ 123 კმ/სთ შეადგინა. ასეთი სისწრაფის გამო წყლის ზედაპირთან შეჯახებისას ლასომ ბარძაყის ძვალი დაიზიანა და წყლიდან სხვების დახმარებით მოუწია ამოსვლა.
6. ავტომობილი თავზე
ჯონ ევანსი ინგლისელი რეკორდსმენია, რომელმაც სახელი მძიმე ნივთების თავზე დაბალანსების საშუალებით გაითქვა. მისი ყველაზე ცნობილი რეკორდი ავტომობილის თავზე გაჩერებაა. 1999 წელს მან თავზე 159 კილოგრამის სიმძიმის ავტომობილი 33 წამის განმავლობაში გაიჩერა თავზე.
5. ალკოჰოლის დოზა
ალკოჰოლის მიღება გართობის საშუალებად ითვლება, მაგრამ ისევე, როგორც ბევრი სხვა სუბსტანცია, მისი ჭარბი დოზით მიღებას ადამიანის მოკვლა შეუძლია. ალკოჰოლის სასიკვდილო დოზად 0.5 მეათედი პროცენტი ითვლება. საავადმყოფოში მოხვედრილ 67 წლის ბულგარელ მამაკაცს ორჯერ მეტი, თითქმის 1%-იანი მაჩვენებელი აღმოაჩნდა. ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ და ანალიზი კიდევ 5-ჯერ გაიმეორეს, იმავე შედეგით. ირონიულია, რომ მამაკაცი საავადმყოფოში იმის გამო მოხვდა, რომ ფეხით სიარულისას ავტომობილი დაეჯახა.
4. ნახტომი მოტოციკლით
ლეგენდარული ამერიკელი კასკადიორი და მოტოციკლისტი, Evil Knievel, რომელიც 70-იან წლებში მოღვაწეობდა, 75 ნახტომის ავტორია. 1975 წელს იველმა 13 ავტობუსის თავზე სცადა გადახტომა, რაც წარუმატებლად, მისი დამტვრევით დასრულდა. რამდენიმე თვისა და იარების მოშუშების შემდეგ იველმა 13-ს კიდევ ერთი, მეთოთხმეტე ავტობუსი დაუმატა და ამჯერად წარმატებით განახორციელა ნახტომი. მისი რეკორდი მხოლოდ 25 წლის შემდეგ მოხსნა ბაბა ბლექველმა.
3. პარაშუტით ხტომა
ავსტრიელი ფელიქს ბაუმგარტნერი ისტორიაში იმით შევიდა, რომ 2012 წელს 39 კილომეტრის სიმაღლეზე მყოფი ჰელიუმის ბუშტიდან პარაშუტით გადმოხტა და ვარდნისას 1357 კილომეტრსაათი სიჩქარე განავითარა, რითიც პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ყოველგვარი მექანიზმის და მანქანის გარეშე გადააჭარბა ზებგერით სისწრაფეს. ფელიქსის რეკორდი 2 წლის შემდეგ მოხსნეს, ალან იუსტასმა ნახტომი 41 კილომეტრის სიმაღლიდან განახორციელა
2. ლურსმნებზე, მოტოციკლის ქვეშ
2011 წელს ავსტრალიელი კასკადიორი შეინ ჰალტგრენი იტალიურ გადაცემაში ლურსმნების საწოლზე მოთავსდა, რის შემდეგაც მის სხეულზე 2 წუთის განმავლობაში 20-მა მოტოციკლმა გადაიარა. მისი მსოფლიო რეკორდი 2 წლის შემდეგ, იტალიელმა სიმონე კალატიმ მოხსნა, რომლის სხეულზეც 31-მა მოტოციკლმა გადაიარა.
1. გველები პირში
----------
ჩვენი ფლეილისტები:
უჩვეულო ფაქტები:    • უჩვეულო ფაქტები  
უჩვეულო ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ცხოველები და მცენარეები:    • ცხოველები და მცენარეები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ინტერნეტი:    • ინტერნეტი

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან