რეჟისორი გოგა ხაინდრავა გადაცემაში „იმედი LIVE“

09/25/2022
TV IMEDI-ის მიერ

▪„„ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია განწირულია - კერპთაყვანისმცემლები არიან“-
▪„24-მა თებერვალმა მსოფლიოში დაანგრია მითები, რომ არსებობს მეგობრობა, დემოკრატია და ა.შ., აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ინტერესებზეა აწყობილი - ყოველთვის ასე იყო, უბრალოდ, კარგად იყო შენიღბული“
▪„კეზერაშვილი არაფრის მაქნისი არაა, გარდა იმისა, რომ მას ეუბნებიან, ვის უნდა გადაუხადოს ფული“
▪„ყველაზე დიდი მონაპოვარია, რომ ქართული საზოგადოების მიერ არჩეული მთავრობა საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ყველაზე მაღლა აყენებს“
▪„მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველო მომწიფდა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ამბობს, რომ ჩემი საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესი ყველაზე მაღალი ინტერესია“
▪გოგა ხაინდრავა რადიკალურ ოპოზიციაზე: დაპირისპირებები, ერთმანეთის ჯიჯგვნა, ერთმანეთში გარჩევები, ერთმანეთთან დატაკება ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ დაინახეს, რომ პედესტალი დაკარგეს
▪„სააკაშვილის ტრაილერში ჩაჯდომაც იმაზე მეტყველებს, რომ ის არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი ფიგურა - როდესაც უპასპორტო ადამიანმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი დაარღვია, ეს უკვე მაშინ მეტყველებდა იმაზე, რომ ევროპული პოლიტიკური ისტებლიშმენტი და ბიუროკრატია გაიხრწნა“
▪„ძალიან სახიფათო ეპოქაში ვცხოვრობთ - მსოფლიო ბირთვულ კატასტროფასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა“
▪„ყველასთვის ნათელია, რომ დღეს დაპირისპირება რუსეთსა და NATO-ს შორისაა, უკრაინა მხოლოდ პოლიგონია“
▪„რეალურად, მესამე მსოფლიო ომი დაწყებულია - რუსეთი ყოველთვის სახიფათო იმპერია იყო, რომელსაც ყველაზე კარგად ჩვენ ვიცნობთ“
▪„საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანას ყველაზე დიდი საფრთხე ააცილა, თუმცა ის ჯერ კიდევ არსებობს“
▪„ენას ძვალი არ აქვს, რასაც თქვენ ოპოზიციას უწოდებთ, ის ჭაობია - ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ მმართველ ძალას ოპოზიცია არ ჰყავს“
▪„მთელი ამ თვეების განმავლობაში, არცერთი ფაქტი არაა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ეხმარება“
▪გოგა ხაინდრავა დაანონსებულ აქციებზე: ეს გეგმა ჩავარდა, არანაირი გამოსვლები არ იქნება, რადგან გამოსვლებს ხალხი აწყობს და არა პოლიტიკური პარტიები - საზოგადოებაში პროტესტს ხელოვნურად ვერ გამოიწვევ
▪„ის, რომ ხელმოცარულ მელიასა და ლიაკა ხოშტარიას რაღაც უნდათ, არაფერს არ ნიშნავს“
▪„საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების არსებობა აბსოლუტური ტყუილია“
▪„ყველაზე ნათელი მაგალითი, როგორ შეიძლება, სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდე, არის კაპიტანი გიგაური - 19 მილიონ დოლარს იმაში იღებს, რომ როცა დრო დადგება, ტრიბუნაზე ავიდეს და მთავრობის ჩამოგდება მოითხოვოს“
▪რეჟისორი გოგა ხაინდრავა გადაცემაში „იმედი LIVE“

ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed...
ტელეკომპანია \"იმედის\" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial  

© Teleimedi LLC 2022