ზუგდიდში დევნილები შიმშილობენ

01/28/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებული 15-მდე დევნილი, მესამე დღეა, შიმშილობს. მათ საავადმყოფოს ეზოში კარავი აქვთ გაშლილი. იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც, ამავე დროს სოციალურად დაუცველები არიან, მათთვის მინიჭებულ ქულებს აპროტესტებენ და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. კითხვაზე, თუ რატომ არ ეკუთვნით ბინები, მათი განცხადებით, შესაბამისი ორგანოები არ პასუხობენ. დევნილების განმარტებით, შენობაში, რომელშიც ცხოვრობენ, გაუსაძლისი პირობებია. იგი დანგრევის პირასაა და მცხოვრებთათვის საფრთხეა.
„დევნილთა სამინისტრო ბევრჯერ დაგვპირდა, რომ როგორც კი იქნებოდა შესაბამისი ფართები, მაშინვე გაგვიყვანდნენ აქედან, რადგან შენობა არის ავარიული. ექსპერტიზასთანაც კი არ გვიშუამდგომლეს, რომ ექპერტიზა ჩატარებოდა ნაგებობას“, - აღნიშნა აქციის მონაწილემ თინათინ გრიგოლიამ.
მოშიმშილეები ამბობენ, რომ ამ დრომდე მათთან ხელისუფლების წარმომადგენლები არ მოსულან. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, აქციის გაგრძელებას აპირებენ.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან