MOE: ნინო შარაშიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს ბორის იაროშევიჩს შეხვდა. შეხვედრაზე ევროკავშირთან გარემოსდაცვითი კუთხით ურთიერთობის გაღრმავების, ასევე მიმდინარე ერთობლივი პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ნინო შარაშიძის განცხადებით, მათ ისაუბრეს ევროკავშირთან თანამშრომლობის იმ ინსტრუმენტებზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მოიცავს ჰაერის, წყლის, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ასევე ნარჩენების მართვას, ბუნებრივი და ანთროპოგენული კატასტროფების შემცირების გზებს. საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირება 2013 წლის 29 ნოემბერს მოხდა. ასოცირების ხელშეკრულებების მიზანია გააღრმავოს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები. ასოცირების ხელშეკრულება გულისხმობს თანამშრომლობას 25 სხვადასხვა სექტორში, როგორიცაა გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სამომხმარებლო პოლიტიკა, განათლება, მცირე და საშუალო მეწარმეობა, ტრენინგები და ახალგაზრდული პროგრამები, კულტურა. ასოცირების ხელშეკრულებას მიმდინარე წელს მოეწერება ხელი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მარ...
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...
მსგავსი ვიდეოები
MOE: თვინინგის პროექტის დასკვნითი კონფერენცია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: სასტუმრო „თბილისი მარიოტში" საქართველოს დაცული ტერიტორი...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: საქართველოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გაძლიერების...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: საქართველოში ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის გეგ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ ევროპის მოედანზე გამწვანების...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ევროპის მოედანზე ნერგების დარგვის აქცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: დღეს, ევროპის კვირეულის დასასრული ევროპის მოედანზე ნერგ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ბიოუსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის ექსპერტთან შეხვედრ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო