MOE: საქართველოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გაძლიერების პროექტის პრეზენტაცია
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... 12 ივნისს გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ,,დაძმობილების" (TWINNING) ახალი პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გაძლიერება" პრეზენტაცია. შეხვედრა გახსნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აგრეთვე სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი რატი ჯაფარიძე და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები. პროექტის მიზანია საქართველოს გლობალური მნიშვნელობის მქონე ბიომრავალფეროვნების უკეთესი კონსერვაცია დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გაუმჯობესებისა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის გზით. პროექტის ხანგრძლივობა ორ წელს შეადგენს, ხოლო ბიუჯეტი განისაზღვრება 1.1 მილიონი ევროს ოდენობით. პროექტს განახორციელებს ავსტრია-ჩეხეთის კონსორციუმი ჩეხეთის გარემოს დაცვის სამინისტროსა (Ministerstvo Životního Prostředí) და ავსტრიის გარემოსდაცვით სააგენტოსთან (Umweltbundesamt GmbH) ერთად „ავსტრიის ფედერალური ტყეების" (Österreichische Bundesforste AG) ხელმძღვანელობითა და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ,,დაძმობილება" (TWINNING) წარმოადგენს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და პარტნიორობის განხორციელების ერთ-ერთ ინსტრუმენტს, რომელიც თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით აერთიანებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჯარო სექტორში მოღვაწე ექსპერტებსა და ბენეფიციარ ქვეყნებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მარ...
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...
მსგავსი ვიდეოები
MOE: სასტუმრო „თბილისი მარიოტში" საქართველოს დაცული ტერიტორი...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: სიუჟეტი დაცული ტერიტორიებისთვის გრანტის გამოყოფის შესახ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: საგრანტო ხელშეკრულება საქართველოს დაცული ტერიტორიების გ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: საქართველოს დაცული ტერიტორიები - მიღწევები და გამოწვევე...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: შეხვედრა დაცული ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის უბნა...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: შეხვედრა ჟურნალისტებთან „საქართველოს მთავრობა ღია მმართ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ერთად გადავარჩინოთ საქართველოს ტყეები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოთხწლიანი პროგრამა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო