MOE: შეხვედრა ჟურნალისტებთან „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" პროექტის ფარგლებში
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა მასმედიის წარმომადგენლებს სამინისტროს მიერ იანვარ-თებერვალში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები გაააცნო. ხათუნა გოგალაძემ ყურადღება გაამახვილა, ისეთ კანონპროექტებზე, როგორიცაა კანონი "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ", "ნარჩენების მართვისა" და „წყლის რესურსების მართვის შესახებ". კანონპროექტების ნაწილი უკვე წარდგენილია საქართველოს პარლამენტში, ნაწილი კი დასრულების სტადიაშია და უახლოეს პერიოდში წარედგინება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს. ხათუნა გოგალაძემ დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს 280 000 ევრო გადაეცემა, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. მიმდინარეობს ასევე ტყის აღდგენის ღონისძიებები ბორჯომის ხეობაში, კერძოდ, პროექტირების სამუშაოები 40 ჰექტარზე. რომლის აღდგენა დაიწყება მარტის თვიდან. საქართველოში წლის ბოლომდე მომზადდება ქვეყნის გარემოს მდგომარეობის შეფასების ანგარიში, რომელსაც სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად განახორციელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მარ...
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...
მსგავსი ვიდეოები
MOE: პროექტის ,,ამინდის ექსტრემალური პირობების მიმართ საქართ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ჩეხეთის მხარდაჭერით პროგნოზირების ახალი ტექნიკური აღჭურ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: პროექტი "ეროზიის კონტროლის ინტეგრირებული ღონისძიებები ს...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ყვარელში „წყალშემკრები აუზების მართვის" პროგრამის ფარგლ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: კონფერენცია „მწვანე ეკონომიკა - მდგრადი წარმოება და მოხ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: პოლიეთილენის პარკების გამოყენების ხარჯ-სარგებლიანობის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს სახანძრო მანქანები გადა...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო