MOE: ყვარელში „წყალშემკრები აუზების მართვის" პროგრამის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... USAID-ის „წყალშემკრები აუზების მართვის" პროგრამის ფარგლებში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ყვარელში, დონორების კონფერენცია მოეწყო. კონფერენციაზე წარმოდგინეს ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვის გეგმები, რომლებიც სპეციალურად ალაზან-ივრის ზედა და ქვედა მხარის საპილოტე ტერიტორიებისთვის მომზადდა. პროგრამის მიზანია დონორებისა და პოტენციური დამფინანსებლების მოზიდვა და ჩართვა ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვის გეგმების განხორციელებაში. კონფერენციის მონაწილეებმა მცირე გრანტების ის პროექტებიც დაათვალიერეს, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლებისა და თემების თანამონაწილეობით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზემო და ქვემო ალვანის საირიგაციო არხს, რომლის საშუალებითაც ადგილობრივი მოსახლეობა 24,000 ჰა სასოფლო-სამეურეო დანიშნულების მიწას ამუშავებს. შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, ასევე სხვა სამთავრობო უწყებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მარ...
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...