MOE: საგრანტო ხელშეკრულება საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, „კავკასიის ბუნების ფონდსა" და „საქართველოს ბანკს" შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. მას ხელი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ, „საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა, „კავკასიის ბუნების ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა და საქართველოს ბანკის „მომავლის ფონდის" დირექტორმა თორნიკე გურულმა მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ბანკის „მომავლის ფონდი" კავკასიის ბუნების ფონდისთვის 2014 წელს 75.000 ამერიკული დოლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს, რომელიც საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებას მოხმარდება, გაუმჯობესდება მენეჯმენტი და დაიფარება საოპერაციო ხარჯები. აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკის მომავლის ფონდს" კავკასიის ბუნების ფონდისათვის შემოწირულობის სახით 2010-2013 წლებში უკვე გაცემული აქვს 300 000 აშშ დოლარი, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის განახლებასა და მოწესრიგებაზე დაიხარჯა. კავკასიის ბუნების ფონდის მისიას, კი თავის მხრივ კავკასიის რეგიონში, კერძოდ, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში უნიკალური ბიომრავალფეროვებისა და ცალკეული სახეობების კონსერვაცია, დაცვა და განვითარება წარმოადგენს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მარ...
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...
მსგავსი ვიდეოები
MOE: ლაგოდეხის ნაკრძალის განვითარებისთვის საგრანტო ხელშეკრულ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: საგრანტო ხელშეკრულება ლაგოდეხის ნაკრძალის განვითარებისა...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: შეხვედრა ჟურნალისტებთან „საქართველოს მთავრობა ღია მმართ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ მედიის წარმომადგენლებს განხო...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: მინისტრი ხათუნა გოგალაძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: გარემოს დაცვის სამინისტრომ 8 მილიონიანი საგრანტო ხელშეკ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
რეინჯერების დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ეკო-გრანტების პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო