MOE: მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ მედიის წარმომადგენლებს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის\" ფარგლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა მასმედიის წარმომადგენლებს სამინისტროს მიერ იანვარ-თებერვალში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები გაააცნო. ხათუნა გოგალაძემ ყურადღება გაამახვილა, ისეთ კანონპროექტებზე, როგორიცაა კანონი \"ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ\", \"ნარჩენების მართვისა\" და „წყლის რესურსების მართვის შესახებ\". კანონპროექტების ნაწილი უკვე წარდგენილია საქართველოს პარლამენტში, ნაწილი კი დასრულების სტადიაშია და უახლოეს პერიოდში წარედგინება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს. ხათუნა გოგალაძემ დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს 280 000 ევრო გადაეცემა, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. მიმდინარეობს ასევე ტყის აღდგენის ღონისძიებები ბორჯომის ხეობაში, კერძოდ, პროექტირების სამუშაოები 40 ჰექტარზე. რომლის აღდგენა დაიწყება მარტის თვიდან. საქართველოში წლის ბოლომდე მომზადდება ქვეყნის გარემოს მდგომარეობის შეფასების ანგარიში, რომელსაც სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად განახორციელებს.

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან