MOE: მინისტრი ხათუნა გოგალაძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

05.03.2014 00:54

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა მასმედიის წარმომადგენლებს სამინისტროს მიერ იანვარ-თებერვალში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები გაააცნო. ხათუნა გოგალაძემ ყურადღება გაამახვილა, ისეთ კანონპროექტებზე, როგორიცაა კანონი "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ", "ნარჩენების მართვისა" და „წყლის რესურსების მართვის შესახებ". კანონპროექტების ნაწილი უკვე წარდგენილია საქართველოს პარლამენტში, ნაწილი კი დასრულების სტადიაშია და უახლოეს პერიოდში წარედგინება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს. ხათუნა გოგალაძემ დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს 280 000 ევრო გადაეცემა, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. მიმდინარეობს ასევე ტყის აღდგენის ღონისძიებები ბორჯომის ხეობაში, კერძოდ, პროექტირების სამუშაოები 40 ჰექტარზე. რომლის აღდგენა დაიწყება მარტის თვიდან. საქართველოში წლის ბოლომდე მომზადდება ქვეყნის გარემოს მდგომარეობის შეფასების ანგარიში, რომელსაც სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად განახორციელებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
01:05

MOE: შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სამინისტროს წარმოდგენილი ანგარიში
01:13

MOE: სამინისტროს წარმოდგენილი ანგარიში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: გაწეული საქმიანობის ანგარიში
07:29

MOE: გაწეული საქმიანობის ანგარიში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ მედიის წარმომადგენლებს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო
00:49

MOE: მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ მედიის წარმომადგენლებს განხო...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ხათუნა გოგალაძემ მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს შესახებ ინფორმაცია გააცნო
01:15

MOE: ხათუნა გოგალაძემ მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს შეს...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია გააცნო
00:51

MOE: მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს რეორგანიზა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ხათუნა გოგალაძემ მედიასთან შეხვედრისას სამინისტროს სამი თვის მუშაობის შედეგები შეაჯამა
01:21

MOE: ხათუნა გოგალაძემ მედიასთან შეხვედრისას სამინისტროს სამი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: აქცია „მწვანე მომავალი\"-ის ფარგლებში ტელემაუწყებლებს ნერგები გადაეცათ

MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწყებლებს ნე...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო