MOE: სიუჟეტი დაცული ტერიტორიებისთვის გრანტის გამოყოფის შესახებ. 02.04.2014

02.04.2014 02:33

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანულ საკონსულტაციო ჯგუფს (GFA) შორის ხელშეკრულება გაფორმდა. გერმანიის მთავრობის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიაზე 8,2 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს. ხელშეკრულებას, რომელიც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს, სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ და გერმანული საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენელმა დენიელ ვაჰბიმ მოაწერეს ხელი. ხეშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონიალს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე დაესწრო. 8,2 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაიხარჯება. ხელშეკრულების მიხედვით, გათვალისწინებულია კინტრიშის, ალგეთისა და ყაზბეგის დაცულ ტერიტორიებზე როგორც ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების გაძლიერება. დაგეგმილია ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიის შექმნა. პროექტით გათვალისწინებულია, მაღალი სტანდარტის მენეჯმენტის გეგმების შემუშავება, ეკო-ტურისტული ბილიკების, ღამის სათევებისა და საპიკნიკე ადგილების მოწყობა, დაცული ტერიტორიების დემარკაცია (საზღვრების დადგენა), ადმინისტრაციული შენობების აშენება და მათი აღჭურვა, ბიომონიტორინგის სისტემის შექმნა და ადგილობრივი კადრებისთვის ტრენინგების ჩატარება.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: სიუჟეტი თბილისში გახსნილი ახალი ლაბორატორიის შესახებ. 12.02.2014
03:16

MOE: სიუჟეტი თბილისში გახსნილი ახალი ლაბორატორიის შესახებ. 1...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სიუჟეტი საქართველოში პოლიეთილენის მოხმარების და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ
03:47

MOE: სიუჟეტი საქართველოში პოლიეთილენის მოხმარების და მასთან...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სიუჟეტი საქართველოში ნარჩენების მართვის შესახებ. 18.03.2014
03:25

MOE: სიუჟეტი საქართველოში ნარჩენების მართვის შესახებ. 18.03....

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სიუჟეტი დანაგვიანებული გარემოს შესახებ
02:50

MOE: სიუჟეტი დანაგვიანებული გარემოს შესახებ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სიუჟეტი გამწვანების აქცია ,,მწვანე მომავლის'' ფარგლებში დარგული ნერგების მონიტორინგის შესახებ
03:09

MOE: სიუჟეტი გამწვანების აქცია ,,მწვანე მომავლის'' ფარგლებში...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სიუჟეტი კონფერენცია „კლიმატის დაცვის მიზნით ქალაქების დაწყვილება\" - ის შესახებ
03:06

MOE: სიუჟეტი კონფერენცია „კლიმატის დაცვის მიზნით ქალაქების დ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სიუჟეტი - გარემოსდაცვითი შეფასების ახალი რეგულაციების დანერგვა
02:37

MOE: სიუჟეტი - გარემოსდაცვითი შეფასების ახალი რეგულაციების დ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სიუჟეტი წინასაახალწლო ნაძვის ხეების მოჭრასთან და ჯარიმებთან დაკავშირებით
03:15

MOE: სიუჟეტი წინასაახალწლო ნაძვის ხეების მოჭრასთან და ჯარიმე...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო