MOE: დღეს, ევროპის კვირეულის დასასრული ევროპის მოედანზე ნერგების დარგვით აღინიშნა
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... ევროპის მოედანზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება განხორციელდა ევროპის კვირეულის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით . ევროპის კვირეულის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე ჩატარდა შეხვედრები სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან, ნახატების, ფოტოებისა და ესეების კონკურსები და გამარჯვებულთა დაჯილდოება, ნახატების გამოფენა, მარათონული გარბენი და გამწვანების აქცია. ღონისძიებებში, მონაწილეობდნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოსწავლეები, სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ევროპის დღეები საქართველოში ევროპის დღის აღსანიშნავად მოეწყო. 9 მაისს ევროპის კავშირს 52 წელი შეუსრულდა. ევროკავშირი 27 სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა (1 ივნისიდან მას შეუერთდება ხორვატია), რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას მისი 500 მილიონი მოქალაქისთვის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მარ...
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...
მსგავსი ვიდეოები
MOE: დღეს სამინისტროში ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ივნისი - "მწვანე თვე"
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: 22 მაისს მსოფლიო ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: მწვანე და სუფთა საქართველო -- სამინისტროს ორგანიზებით დ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ მოქალაქეებს ნერგები პირადად...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: პრომეთეს მღვიმეში სკოლის მოსწავლეებისთვის ტური მოეწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: გეოლოგიის საერთაშორისო დღე და ახალი ვებგვერდის პრეზენტა...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: წყლის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო