MOE: საქართველოში ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის გეგმის შემუშავება დაიწყო
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა ნარჩენების მართვის კანონპროექტით გათვალისწინებული ნარჩენების მართვის პირველი ეროვნული სტრატეგიული გეგმისა და საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის განვითარების სტრატეგიული პრინციპების პრეზენტაცია. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. 5 წლიანი გეგმა, გრძელვადიანი სტრატეგია და მუნიციპალური ნარჩენების რეგიონული მართვის კონცეფცია შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროექტის „გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში" ფარგლებში. სტრატეგიაში გამოიკვეთა ნარჩენების მართვის ახალი სისტემის მთავარი პრიორიტეტები: • ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის გაუმჯობესება • სეპარირებული შეგროვება და რეციკლირება • სტანდარტებთან შეუსაბამო ნაგავსაყრელების დახურვა და რემედიაცია • ახალი ნაგავსაყრელების მშენებლობა შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა მუნიციპალური ნარჩენების რეგიონულ დონეზე მართვის სხვადასხვა ვარიანტები და ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტის მიერ ნარჩენების ერთობლივი შეგროვებისა და დამუშავების მიზნით გათვალისწინებული ღონისძიებები. ნარჩენების მართვის სტრატეგიული გეგმა მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისითაც; ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთ მთავარ მიზანს, სწორედ გარემოს დაცვა წარმოადგენს და ის მოიცავს კონკრეტულ ვალდებულებებს ნარჩენების მართვის სფეროში ევროპული პრაქტიკის დანერგვის თაობაზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მარ...
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...
მსგავსი ვიდეოები
MOE: ნარჩენების მართვის პროექტი - Twinning
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: მინისტრი ხათუნა გოგალაძე FAO ევროპის რეგიონული ოფისის წ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: სიუჟეტი საქართველოში ნარჩენების მართვის შესახებ. 18.03....
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ხათუნა გოგალაძე საქართველოში მყოფ ბულგარეთის რესპუბლიკი...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: თვინინგის პროექტის დასკვნითი კონფერენცია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დასუფთავების აქცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დედამიწის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური აქცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: პოლიეთილენის პარკების გამოყენების ხარჯ-სარგებლიანობის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო