MOE: მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ ევროპის მოედანზე გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... ევროპის მოედანზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება განხორციელდა ევროპის კვირეულის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით . ევროპის კვირეულის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე ჩატარდა შეხვედრები სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან, ნახატების, ფოტოებისა და ესეების კონკურსები და გამარჯვებულთა დაჯილდოება, ნახატების გამოფენა, მარათონული გარბენი და გამწვანების აქცია. ღონისძიებებში, მონაწილეობდნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოსწავლეები, სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ევროპის დღეები საქართველოში ევროპის დღის აღსანიშნავად მოეწყო. 9 მაისს ევროპის კავშირს 52 წელი შეუსრულდა. ევროკავშირი 27 სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა (1 ივნისიდან მას შეუერთდება ხორვატია), რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას მისი 500 მილიონი მოქალაქისთვის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მარ...
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...
მსგავსი ვიდეოები
MOE: ევროპის მოედანზე ნერგების დარგვის აქცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: დღეს, ევროპის კვირეულის დასასრული ევროპის მოედანზე ნერგ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: კონფერენცია „მწვანე ეკონომიკა - მდგრადი წარმოება და მოხ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: მინისტრი ხათუნა გოგალაძე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: მინისტრი ხათუნა გოგალაძე FAO ევროპის რეგიონული ოფისის წ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ხათუნა გოგალაძე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ექს...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: შეხვედრა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ექსპერტებთ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: საქართველოში გარემოსდაცვითი მმართველობის ეფექტურობის მე...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო