ბაჩანა ჩაბრაძე - ამაოება ამაოებათა

20.12.2020 02:57

პოეტი ბაჩანა ჩაბრაძე კითხულობს საკუთარ ლექსს "ამაოება ამაოებათა". © ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2020 წყარო:    • Video   ამაოება ამაოებათა წარსული მომავლით დაობლდა. ტყუოდა, ვინც მასთან დავობდა, იმ დროის ხახაში დაობდა ებანი. არ არის ვარსკვლავთა და-ძმობით, ქიმერულ ღამეთა ანცობით და უბედურებით ნაცნობი შვებანი. მიწაზე, სიცივე მწვერვალთა რად იყო უდაბნოს ღელვა და აღგზნება ცეცხლების ელვათა და მეხთა? ოაზისს საიდან მოველი?! აქ არის ამაო ყოველი! სუყველა დარდჩამომთოველი დამიხვდა. ქარია ჩემი, თუ სულია, დამთავრდა და გარდასულია. სიზმარიც დაიმსხვრა სრულიად ლანდებად! მათოვდა - მაწვენდა, მაწვიმდა... გაცივდა, უდაბნოც გაცივდა. ისიც, რას ტკივილი გაცრიდა, მადნება. და შენიც აიმღვრა თუ ყურე, სანამდე გინდა, რომ უყურო - მსოფლიო უთვალო, უყურო ხარობდეს?! იღვრება შხამად და გესლებად! მე მისთვის აროდეს მეცლება, ჩემთანაც არ შემოესვლება აროდეს. მაღლიდან დავცქერი დაბლარებს - ვინ - ქვესკნელს, ვინ ზესკნელს აბრალებს... და თოვლო, შენც ვეღარ ნაპრალებს დამითოვ. მე მართლა ვერავინ გამიგებს, ვერც - კაცი, ვერც - ბედის გამრიგე. ავიგე, სამყარო ავიგე ამიტომ! ყოველი რომ გა-ა-ათასდა, ნაპირს კი ვერავინ გადასცდა, ვინ იცნობს შორიდან მართლაც და გარიყულს?! და თუმცა მსოფლიოს მოედო, რომ უფალს სჭირდები ნოედო, დუმილი! კრინტიც კი, პოეტო, არ იყოს! ბაჩანა ჩაბრაძე კრებულიდან "მთვარის სიმთვრალე", მერანი 1996. ბმული ავტორის ტექსტებისკენ: https://armuri.georgianforum.com/t107... *** Vanity to ignore The verse by Bachana Chabradzé (in Georgian) This clip is made with: Nocturne in B-flat minor, Op. 9, No. 1 - Played by Vadim Chaimovich. © This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ბაჩანა ჩაბრაძე კითხულობს საკუთარ ლექსს \"ვაღწევ აკლდამას\
00:44

ბაჩანა ჩაბრაძე კითხულობს საკუთარ ლექსს "ვაღწევ აკლდამას\

B. Chabradze ბაჩანა ჩაბრაძე

პიკის საათი 01 02 16. რუბრიკის სტუმარი: პოეტი, მთარგმნელი ბაჩანა ჩაბრაძე (საფრანგეთი, პარიზი)
16:59

პიკის საათი 01 02 16. რუბრიკის სტუმარი: პოეტი, მთარგმნელი ბა...

B. Chabradze ბაჩანა ჩაბრაძე

ფრანგული შანსონის წარდგინება კაფე-ბარ ხარებაში ბაჩანა ჩაბრაძის მიერ, 26 ნოემბერი 2015
07:11

ფრანგული შანსონის წარდგინება კაფე-ბარ ხარებაში ბაჩანა ჩაბრაძ...

B. Chabradze ბაჩანა ჩაბრაძე

პიკის საათი: ჟაკ ბრელი - შანსონის დონ კიხოტი. რესპონდენტი: ბაჩანა ჩაბრაძე – პოეტი, მთარგმნელი
17:56

პიკის საათი: ჟაკ ბრელი - შანსონის დონ კიხოტი. რესპონდენტი: ბ...

B. Chabradze ბაჩანა ჩაბრაძე

ფრანგული შანსონი - საქართველოს რადიოს გადაცემაში „სახლისკენ“. რესპონდენტი: ბაჩანა ჩაბრაძე
19:03

ფრანგული შანსონი - საქართველოს რადიოს გადაცემაში „სახლისკენ“...

B. Chabradze ბაჩანა ჩაბრაძე

ბილეთების გამხვრეტი, სერჟ გენსბური ქართულად Le poinçonneur des lilas, Serge Gainsbourg en géorgien
02:58

ბილეთების გამხვრეტი, სერჟ გენსბური ქართულად Le poinçonneur d...

B. Chabradze ბაჩანა ჩაბრაძე

საქ. რადიოს ისტორიის ნაწილი პარიზში. დომენტი გოგიტიძე: სხივთა ფუნჯი. რესპონდენტი: ბაჩანა ჩაბრაძე
09:02

საქ. რადიოს ისტორიის ნაწილი პარიზში. დომენტი გოგიტიძე: სხივთ...

B. Chabradze ბაჩანა ჩაბრაძე

„ფრანგული შანსონი“ გადაცემაში „ბიბლიოთეკა“ (მთარგმნელი: ბაჩანა ჩაბრაძე)
43:39

„ფრანგული შანსონი“ გადაცემაში „ბიბლიოთეკა“ (მთარგმნელი: ბაჩა...

B. Chabradze ბაჩანა ჩაბრაძე

ყველა ვიდეო