პიკის საათი: ჟაკ ბრელი - შანსონის დონ კიხოტი. რესპონდენტი: ბაჩანა ჩაბრაძე – პოეტი, მთარგმნელი
სატელეფონო ჩართვა პარიზიდან: ბაჩანა ჩაბრაძე – პოეტი, მთარგმნელი. წამყვანი: გიორგი სუხიტაშვილი. პროდიუსერი: ეკა ტალახაძე. 08.04.2020 „ქართველები არაჩვეულებრივი ხალხია! აღტაცებული ვარ სიკეთით და თავაზიანობით, რაც იქ ვიხილე და რაც ასე იშვიათია ჩვენს დროში… ძალიან მოვიხიბლე. დამატყვევეს!“ – ამბობდა ჟაკ ბრელი (სტილი დაცულია) სატელევიზიო გადაცემა Discorama-ს 1966 წლის ვიდეოინტერვიუში (რომელშიც მომღერალი იხსენებს თავის ტურნეს სსრკ-ში), რომელსაც მის შემოქმედებაზე მუშაობისას, საფრანგეთის „ნაციონალური აუდიოვიზუალური ინსტიტუტის“ (INA) საცავში გადავაწყდი და გადაცემის რეჟისორის, რაულ სანგლას და ბრელის შვილის, ფრანს ბრელის ნებართვით ვთარგმნე – იხსენებს მთარგმნელი ბაჩანა ჩაბრაძე, რომელიც „პიკის საათის“ მსმენელს მარკიზის კულნძულებზე, პოლ გოგენის მახლობლად დაკრძალული შანსონის დონ კიხოტის ამბავს უყვება. წყარო: https://1tv.ge/audio/pikis-saati-djak... ჟაკ ბრელი ნუ მიმატოვებ ნუ მიმატოვებ! ჯობს, დავივიწყოთ, რაც უკვე იყო, რაც შორს დავტოვეთ – გაუგებრობა ცრუ და ავგული, და დაკარგული დროით შეპყრობა, და ის დღეებიც, გულს რომ გვიკლავდა, კითხვებს გვისვამდა ეჭვის ტყეები... ნუ მიმატოვებ! გაჩუქებ წვიმას უდაბნოს მოსულს, ბროლივით მბრწყინავს, მძივებად მოსხმულს. მკვდარიც გავარღვევ მიწის ხვეულებს, რომ მზით გავალღო შენი სხეული. ავაგებ ოდას, სადაც უფალი იქნება ტრფობა, შენ – დედოფალი! ნუ მიმატოვებ! ნუ მიმატოვებ! მე გეტყვი ფრაზებს, სიგიჟით სავსეს, ოღონდ მადროვე. გეტყვი იმ წყვილზე ვრცლად და უხვადაც, ერთურთი ისევ რომ შეუყვარდათ. მოგითხრობ ხვედრზე მკვდარი მეფისა, შენთან შეხვედრა რომ არ ეღირსა. ნუ მიმატოვებ! უნახავთ მავანთ, რომ მეყსეულად ამოფრქვეულა მძინარე ლავა, და ისიც, ვფიცავ, გვინახავს, როცა დამწვარმა მიწამ ხორბალი მოგვცა. და რომ ალისებრ შეღებოს ბინდი, განა ღამისფერს არ ერწყმის შინდი?! ნუ მიმატოვებ! ნუ მიმატოვებ! აღარ ვიტირებ, არც ვიტიტინებ, ოღონდ მადროვე, უბრალოდ, დავდგე და შენი ცქერით, შენი სიმღერით და ცეკვით დავტკბე, რომ ჩრდილად ვიქცე, შენს თითთა ჩრდილად, შენს ჩრდილთა ჩრდილად, და... ძაღლის ჩრდილად… ნუ მიმატოვებ! ნუ მიმატოვებ! ნუ მიმატოვებ! ნუ მიმატოვებ! 1959 ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ "ფრანგული შანსონი", ინტელექტი 2015 https://intelekti.ge/book_ge.php?id=4... Jacques Brel Ne me quitte pas Ne me quitte pas ! Il faut oublier ! Tout peut s oublier Qui s enfuit déjà ! Oublier le temps Des malentendus Et le temps perdu A savoir comment, Oublier ces heures Qui tuaient parfois A coups de pourquoi Le cœur du bonheur. Ne me quitte pas ! Moi je t offrirai Des perles de pluie Venues de pays Où il ne pleut pas. Je creuserai la terre Jusqu après ma mort Pour couvrir ton corps D or et de lumière. Je ferai un domaine Où l amour sera roi Où l amour sera loi Où tu seras reine ! Ne me quitte pas ! Ne me quitte pas ! Je t inventerai Des mots insensés Que tu comprendras. Je te parlerai De ces amants-là Qui ont vu deux fois Leurs cœurs s embraser. Je te raconterai L histoire de ce roi Mort de n avoir pas Pu te rencontrer. Ne me quitte pas ! On a vu souvent Rejaillir le feu De l ancien volcan Qu on croyait trop vieux. Il est paraît-il Des terres brûlées Donnant plus de blé Qu un meilleur avril. Et quand vient le soir Pour qu un ciel flamboie Le rouge et le noir Ne s épousent-ils pas ?! Ne me quitte pas ! Ne me quitte pas ! Je n vais plus pleurer, Je n vais plus parler, Je me cacherai là A te regarder Danser et sourire Et à t écouter Chanter et puis rire. Laisse-moi devenir L ombre de ton ombre, L ombre de ta main, L ombre de ton chien… Ne me quitte pas ! Ne me quitte pas ! Ne me quitte pas ! Ne me quitte pas ! © Warner Chappell Music France et Éditions Jacques Brel – 1959
B. Chabradze ბაჩანა ჩაბრაძე-ის სხვა ვიდეოები
02:18
Download unavailable"}},"clickTrackingParams":"CAc...
03:36
ფრანკოფონიის დღეები ილიაუნიში Journées de la Franc...
01:46
ტყეს, რომელიც მიყვარს, ლია სტურუა ქართულად და ფრან...
03:05
მარიამ წიკლაური ქართულად / ფრანგულად. Mariam Tsikl...
03:49
Appelle-Moi Poésie : Lia Liqokeli. Traduit du géor...
24:57
„ფრანგული შანსონის“ წარდგინება პარიზში Présentatio...
28:42
ფრანგული შანსონის წარდგინება საქართველოს ფრანგულ ი...
05:13
ვახო სანაია კითხულობს სერჯო გუტილას ლექსს "ეს რომ...
მსგავსი ვიდეოები
„ფრანგული შანსონი“ გადაცემაში „პიკის საათი“. სტუმარი: მთარგმ...
B. Chabradze ბაჩანა ჩაბრაძე
"პიკის საათი" 31.10.17 "ბაქანზე" - ნიკა ლობილაძის საავტორო...
Georgian Public Radio
"პიკის საათი" 12.09.17 ინტერნეტმმართველობის ფორუმი "IGF 201...
Georgian Public Radio
"პიკის საათი" 03.10.17 მინიატურების კოლექცია
Georgian Public Radio
"პიკის საათი" 12.09.17 ალისა საოცრებათა ქვეყანაში
Georgian Public Radio
"პიკის საათი" 28.09.17 გელა ლეჟავა - 70
Georgian Public Radio
"პიკის საათი" 10.10.17 დეა სოსელიას პერსონალურ გამოფენაზე...
Georgian Public Radio
"პიკის საათი" 19.10.17 გიგა ლორთქიფანიძე-90
Georgian Public Radio