MOE: ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხზე რეგიონული კონფერენცია გაიმართა

03.06.2013 01:14

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ გახსნა რეგიონული კონფერენცია სახელწოდებით"წყალშემკრები აუზების მართვა და მდგრადობა" . ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ლუის სალასი. კონფერენცია გაგრძელდება ორი დღის განმავლობაში და მასში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანისა და სომხეთის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, აგრეთვე მაღალი და საშუალო რანგის ოფიციალური პირები საქართველოს სხვადასხვა სამინისტროებიდან, ღონისძიებას მასპინძლობს USAID-ის პროგრამა „ბუნებრივი რესურსების მართვა საქართველოს წყალშემკრებ აუზებში" (INRMW-Georgia), რომელსაც ახორციელებს GLOWS-ის კონსორციუმი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის (FIU) ხელმძღვანელობით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, USAID-ის კავკასიის მისიასა და FIU-სთან მჭიდრო თანამშრომლობით. კონფერენციის მიზანია დაინტერესებული მხარეების შეკრება და დისკუსია წყალშემკრები აუზების მართვის მდგრადობის, საუკეთესო გამოცდილების, შეზღუდვების და ნაკლოვანებების საკითხებზე.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: სატყეო სექტორში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
01:44

MOE: სატყეო სექტორში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: მინისტრი ხათუნა გოგალაძე ფინეთის ელჩს შეხვდა
01:13

MOE: მინისტრი ხათუნა გოგალაძე ფინეთის ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ მედიის წარმომადგენლებს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო
00:49

MOE: მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ მედიის წარმომადგენლებს განხო...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: მინისტრი ხათუნა გოგალაძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
00:54

MOE: მინისტრი ხათუნა გოგალაძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: შეხვედრა ჟურნალისტებთან „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის\" პროექტის ფარგლებში
00:47

MOE: შეხვედრა ჟურნალისტებთან „საქართველოს მთავრობა ღია მმართ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ყვარელში „წყალშემკრები აუზების მართვის\" პროგრამის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
01:16

MOE: ყვარელში „წყალშემკრები აუზების მართვის" პროგრამის ფარგლ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მართვაზე წყალშემკრები აუზების მეშვეობით

MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მართვაზე წყალ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
00:59

MOE: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ურ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო