MOE: მინისტრი ხათუნა გოგალაძე ფინეთის ელჩს შეხვდა


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კრისტერ გუსტავ მიხელსონი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ხათუნა გოგალაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა გარემოსდაცვით სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. კრისტერ მიხელსონის განცხადებით, მათ ისაუბრეს წყლის პროექტებისა და წყლის რესურსების მართვის საკითხებზე, ასევე ბორჯომში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად გადამწვარი ტყეების აღდგენაზე. როგორც ცნობილია ბორჯომში განადგურებული ტყის საფარის აღდგენა ფინეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
ხათუნა გოგალაძის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გარემოსდაცვით სფეროში შესაძლო თანამშრომლობის ის საკითხები და მიმართულებებიც განიხილეს, რომელშიც ფინეთს დიდი გამოცდილება აქვს. მხარეებმა უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან