MOE: ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხზე რეგიონული კონფერენცია გაიმართა


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ გახსნა რეგიონული კონფერენცია სახელწოდებით\"წყალშემკრები აუზების მართვა და მდგრადობა\" . ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ლუის სალასი.
კონფერენცია გაგრძელდება ორი დღის განმავლობაში და მასში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანისა და სომხეთის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, აგრეთვე მაღალი და საშუალო რანგის ოფიციალური პირები საქართველოს სხვადასხვა სამინისტროებიდან,
ღონისძიებას მასპინძლობს USAID-ის პროგრამა „ბუნებრივი რესურსების მართვა საქართველოს წყალშემკრებ აუზებში\" (INRMW-Georgia), რომელსაც ახორციელებს GLOWS-ის კონსორციუმი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის (FIU) ხელმძღვანელობით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, USAID-ის კავკასიის მისიასა და FIU-სთან მჭიდრო თანამშრომლობით.
კონფერენციის მიზანია დაინტერესებული მხარეების შეკრება და დისკუსია წყალშემკრები აუზების მართვის მდგრადობის, საუკეთესო გამოცდილების, შეზღუდვების და ნაკლოვანებების საკითხებზე.

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან