ღორის კანჭი და კარტოფილის სალათი | შეფი ლუკა ნაჭყებია

07/04/2021
Taste Corporation-ის მიერ

⚽ ევროპის ჩემპიონატთან ერთად, გრძელდება თამაშებზე იდეალურად მისაყოლებელი კერძების ნუსხაც. ამჯერად, ისეთი კანჭის რეცეპტს გაგიზიარებთ, როგორიც ნამდვილ ბავარიას შეეფერება.
🌱 აქვე, ვეგანებიც არ გვავიწყდებით და თქვენთვის სასურველ კერძს დაველოდებით კომენტარებში. 👇🤗

გამოგვყევი:
instagram:   / ​​  
facebook:   / chef.cave​​  
tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave?​​​

​​ #ღორის​​ #კანჭი​​​​​ ​​​​ ​​​​​#საფეხბურთო #კარტოფილი​​​​ #შეფქეივი

--------------------------------------------------------------

კანჭი კლასიკური კარტოფილის სალათთან ერთად

პირველ რიგში, კანჭი პროფილაქტიკის მიზნით გავტრუსოთ.
შემდეგ მოვხარშოთ წყალში დაფნის ფოთოლთან , ხახვთან , ნიორთან და კვლიავის მარცვლებთან ერთად.
დავუმატოთ პილპილის მიქსი, ქიშმიში, მარილი და კანჭი მოვხარშოთ 90 წუთის განმავლობაში.

კარტოფილის სალათი გარნირად:
მოვხარშოთ კარტოფილი და პარალელურად ბეკონი მოვბრაწოთ ტაფაზე.
შემდეგ დავარენდეროთ, ანუ - დაველოდოთ ცხიმის გამოსვლას.
ხახვი დავჭრათ წვრილად და დარენდერებული ბეკონი გადმოვიტანოთ ჯამში.
ბეკონის ცხიმს დავუმატოთ ცოტა ზეთი, მოვთუშოთ ხახვი და დაველოდოთ დაკარამელიზირებას.

ცოტახნის შემდეგ, დავამატოთ 150 გრამი ბულიონი , 4-ნახევარი სუფრის კოვზი ძმარი , მარცვლოვანი მდოგვი - 1 სუფრის კოვზი, 1ჩაის კოვზი შაქარი და პილპილის მიქსი.
ამასობაში, თუ კარტოფილი მოიხარშა, გადმოვიღოთ და გავაციოთ.
ასევე, ჟარონაზე გადმოვიღოთ მოხარშული კანჭიც.
მარილი და კვლიავი დავნაყოთ, მოვაყაროთ კანჭს და 90 წუთით შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე, ხოლო ბოლო 10 წუთი კი, მხოლოდ ზედა წვის რეჟიმი დავტოვოთ.
შემდეგ,მოხარშული კარტოფილი დავჭრათ კუბიკებად და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ოხრახუში.
კარამელიზირებული ხახვის მასა დავასხათ კარტოფილს, კარგად ამოვურიოთ და ბეკონი მოვაყაროთ ზემოდან. კარტოფილის სალათი მზადაა!

კანჭის შესაკაზმად შეგიძლიათ გამოიყენოთ:
არტიშოკები, ჰალაპენიო, მზეზე გამომშრალი პომიდორი, წითელი ზეთისხილი და შავი პური.

ვიდეოები „Taste Corporation"-ისგან