იცით რა პრობლემების გამკლავება შეგიძლიათ ციტრუსების დახმარებით? გასაოცარია.

11/08/2021

გამოიწერეთ არხი @xalxurimedicina და დაალაიქეთ ვიდეო.

00:00 - მისალმება
00:08 - ინტრო
00:17 - ვიდეო
04:13 - აუტრო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი - https://bit.ly/3AfLUjp
ჩვენი ფეისბუქ ჯგუფი - https://bit.ly/3joq5rp
ჩვენი საიტი - https://bit.ly/37medjY

იცით რა პრობლემების გამკლავება შეგიძლიათ ციტრუსების დახმარებით? გასაოცარია.

ცნობილია, რომ ციტრუსები უხვად შეიცავს ვიტამინებს, მიკროელემენტებს და სხვა
სასარგებლო ნივთიერებებს, ამიტომ ვცდილობ, რამდენადაც ხელი მიმიწვდება, შინ ყოველთვის მქონდეს ესა თუ ის ციტრუსი.

სამკურნალოდ ვიყენებ არა მარტო ციტრუსის რბილობს, არამედ ქერქსაც.

როდესაც ლიმონს, ფორთოხალს ან გრეიპფრუტს მიირთმევთ, ქერქი არ გადაყაროთ — შეაგროვეთ და გაახმეთ. საღამოს, როდესაც ტელევიზორის წინ მოიკალათებთ, გაიკეთეთ ფეხების ასეთი აბაზანა:

ჩაასხით თასში თბილი წყალი, ჩაყარეთ გამომშრალი ციტრუსის ქერქი და ფეხები ჩაყავით. მაშინვე იგრძნობთ სიამოვნებასა და შვებას, ხოლო დახეთქილი ქუსლები მოგიშუშდებათ და დაგირბილდებათ.

თანაბრად აურიეთ ერთმანეთში ლიმონისა და ფორთოხლის გაჭყლეტილი რბილობი
დაიდეთ გაწმენდილ სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

ასეთი პროცედურის შემდეგ კანი გაახალგაზრდავდება და აელვარდება.
ზოგჯერ იდაყვებზე კანი უხეშდება და სკდება. ასეთ დროს ლიმონს ვიყენებ:

ვჭრი შუაზე და ამ „ფინჯნებში“ 10-15 წუთით ვყოფ იდაყვებს. თუ ლიმონი არ გაქვთ, შეგიძლიათ ფორთოხალი ან გრეიპფრუტი გამოიყენოთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ იდაყვები ახალშობილივით გლუვი გაგიხდებათ.

ციტრუსის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავს. მაგალითად ფორთოხლის რბილობი მდიდარია C, B1, B2, A და P ვიტამინებით, წვენი - მინერალური ნივთიერებებით (კალციუმით, ფოსფორით, კალიუმით), ლიონმჟავათი. პექტინითა და ფიტონციდებით - ბუნებრივი, მცენარეული წარმოშობის ანტიბიოტიკებით. თუ ფორთოხლის წვენს ყოველ დილით დალევთ, მხნეობითა და ძალით აივსებით, ქოლესტერინი კი ყოველთვის ნორმაში გექნებათ. ალბათ იცით, რომ ორგანიზმი D ვიტამინს მხოლოდ მზის სხივების წყალობით იღებს. ზამთრის ღრუბლიან დღეებში ლიმონიანი ჩაი მზის სხივების შესანიშნავი ალტერნატივაა. ლიმონში ყველაზე მეტია ციტრონი, რომელიც ასკორბინის მჟავასთან ერთად ამაგრებს და ელასტიკურობას მატებს წვრილ სისხლძარღვებს. ამ ანტიოქსიდანტს \"ახალგაზრდობის შადრევანს\" უწოდებენ. ის შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს და ანელებს დაბერების პროცესს. ლიმონიანი ჩაი სასურველია მიირთვათ შუადღისას და საღამოს, მანდარინი - ლანჩზე ან სადილად, გრეიპფრუტის წვენი - მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. დაიხსომეთ: ციტრუსი სწრაფად კარგავს სასარგებლო თვისებებს, ამიტომ გაჭრილი ფორთოხალი, ლიმონი თუ გრეიპფრუტი მაშინვე მიირთვით, ხოლო ახალგამოწურული წვენი 20 წუთზე მეტხანს არ გააჩეროთ. ციტრუსებისთვის დამახასიათებელია გლიკოზიდების მაღალი შემცველობა, რაც მათ სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. ამ ნივთიერებებით განსაკურებით მდიდარია გრეიპფრუტი და მანდარინი. ლიმონში უხვად არის კალიუმი, A, B, C, D ვიტამინები. მანდარინს მძლავრი ანტიმიკრობული მოქმედება აქვს, ამიტომ უებარია გაციებისას. გრეიპფრუტი აძლიერებს ნერვულ სისტემას, ინფექციური დაავადების ან გადაღლის შემდეგ ორგანიზმს ძალ-ღონის აღდგენაში ეხმარება. მიუხედავად ყველაფრისა, ციტრუსებით პირის ჩატკბარუნება ყველას როდი შეუძლია. ზოგიერთი სახეობა, განსაკუთრებით - ფორთოხალი, ძლიერი ალერგენია. გარდა ამისა, საშიშია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს. გრეიპფრუტის უნიკალური თვისებები და მისი დიეტის ეფექტიანობა სრულყოფილად დღემდე არ არის შესწავლილი, თუმცა გრეიპფრუტის დიეტას მთელ მსოფლიოში უამრავი ქალი იცავს. ვიცით, რომ გრეიპფრუტი ამხნევებს, ვიტამინებით ამარაგებს ორგანიზმს, წვავს ცხიმს, თუმცა ცნობილია მისი უარყოფითი თვისებებიც. ვარაუდად რჩება მოსაზრება, რომ გრეიპფრუტი ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აქვს ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო თვისებები, აუმჯობესებს ნახშირწყლოვან ცვლას.

#ხალხურიმედიცინა
#xalxurimedicina
#ხალხური
#მედიცინა
#xalxuri
#medicina

ვიდეოები „ხალხური მედიცინა"-ისგან