EU Ambassador Carl Hartzell answering public questions (Georgian Version)
06/04/2020
European Union in Georgia-ის
მიერ
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პასუხობს თქვენს კითხვებს!
0:00 სტარტი
0:29 #1. გამარჯობა, ბატონო ელჩო, გთხოვთკიდევ ერთხელ მოკლედ და მკაფიოდ აგვიხსნათ, რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ/სახელმწიფომიმისათვის, რომ გადადგას ნაბიჯი ევროპულ ოჯახთან დასაახლოებლად.
2:05 #2. გთხოვთ, დაგვისახელოთ ის სამი მთავარი პრობლემა საქართველოს მმართველობის სისტემაში, რომელიც უნდა გამოსწორდეს იმისათვის, რომ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირს.
3:33 #3. გამარჯობა, გილოცავთ ევროპის დღეს!დიდი მადლობა იმისათვის, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მეტი გაგვეგო ევროკავშირისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ. ჩემი შეკითხვა განათლებას ეხება. აპირებს თუ არა ევროკავშირი, რომ მეტად დაეხმაროს ქართველ სტუდენტებს ევროპაში სასწავლებლად გრანტებისა და სტიპენდიების გაცემის გზით? ევროპული უნივერსიტეტები ევროპელი სტუდენტებისთვის ბევრად უფრო იაფია, სწორედ ამიტომ ვსვამ ამ შეკითხვას.
5:20 #4. ბატონო ელჩო, საქართველოს საზოგადოების ნაწილი პროპაგანდისა და ყალბი ინფორმაციის მსხვერპლია, რაც ჩვენი საზოგადოების განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. რა პრინციპებით ხელმძღვანელობს ევროკავშირი პროპაგანდისა და ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში?
8:02 #5. გამარჯობა,პირველ რიგში გისურვებთ უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას და სიმტკიცეს COVID-19-ით შექმნილი გამოწვევის წინაშე. ყველა კარგად ვიქნებით. ჩემი შეკითხვაა: რა აზრის ხართ შექმნილ სიტუაციაზე? მაგალითად, მე ვფიქრობ, რომ პანდემიამ კაცობრიობა ომებისგან გადაარჩინა და რომ ჩვენ, ადამიანებმა, ერთმანეთის სიცოცხლის გადარჩენისა და სიყვარულის გაზიარების მნიშვნელობა უკეთ გავიგეთ. გარდა ამისა, სახელმწიფოებმა, უცხო ბაზრების ძიების ნაცვლად, საკუთარ ეკონომიკაზე ზრუნვა, მათ შორის, ადგილობრივი პროდუქციის, ექსპორტის ნაცვლად, ადგილობრივ ბაზრებზე რეალიზაცია დაიწყეს, და ა.შ. მადლობელი ვიქნები, თუ გაგვიზიარებთ თქვენს პირად მოსაზრებებს. მე აუცილებლად ჩავიწერ თქვენს პასუხს, რომელიც თქვენი მდიდარი გამოცდილების შედეგი იქნება და გადავცემ მომავალ თაობებს. გმადლობთ და ჯანმრთელობას გისურვებთ.
10:15 #6. გამარჯობა, მაინტერესებს, ექნებათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს მომავალში ევროპაში მუშაობის უფლება და როდიდან და რომელ ქვეყნებში იქნება ეს შესაძლებელი? მადლობა.
11:47 #7. გამარჯობა, თქვენი აზრით, რა ელის ევროპას COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დასრულების შემდეგ და რა გამოწვევების წინაშე დადგება ის? იქნება თუ არა იტალიის ევროკავშირიდან გამოსვლა ერთ-ერთი გამოწვევა? ფიქრობთ თუ არა, რომ ევროკავშირი გაფართოვდება ალბანეთისა თუ სერბეთის წევრებად მიღების შედეგად? მადლობა.
14:12 #8. გამარჯობა, ბატონო ელჩო. მე ძალიან ვაფასებ თქვენს ძალისხმევას.საქართველოს ევროპული ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების, და არა ხელისუფლების არჩევანია. მე ძალიან ვწუხვარ ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯების გამო. იმედია, მათი ეს ქმედება საქართველოს ევროპულ მომავალზე უარყოფით ზემოქმედებას არ მოახდენს. მთავრობები მოდიან და მიდიან, ადამიანები კი რჩებიან.
15:31 #9. გამარჯობა, შეიძლება ვიცოდეთ რატომ გვატყუებთ ამ მთელი 30 წლის განმავლობაში? მიგიღებთო ევროკავშირშიო, ხომ აშკარა ტყუილია?
17:20 #10. გამარჯობა, ბატონო კარლ, მე მაინტერესებს რატომ არ ასრულებს მთავრობა საკუთარ ვალდებულებებს. რატომ დაბრუნდა კორუფცია ჩვენს ქვეყანაში? მაინტერესებს, დაგვეხმარებით თუ არა და არსებობს თუ არა შანსი იმისა, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდეს. იცით, მე თუ მკითხავთ, მინდა თუ არა, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდეს, მე ვიტყვი არას. იცით რატომ? იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძლიერი ერი ვართ და არავის დახმარება არ გვჭირდება. მაგრამ, ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც სულ დახმარებას ითხოვს. ჩვენ რომ პატრიოტული მთავრობა გვყავდეს, საქართველო დამოუკიდებელი და ძლიერი ქვეყანა იქნებოდა, რომელსაც სხვა ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობები ექნებოდა. ჩვენ, ქართველები, ყოველთვის ძლიერი ერი ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ მრავალრიცხოვანი არასოდეს ვყოფილვართ. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენად გულგატეხილი ვართ ამ ეგოისტური ხელისუფლებით, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მოგვიყვანა? მოვა დრო და თქვენ, ევროპელები მიხვდებით, რომ ქართველები ღმერთის რჩეული ერი ვართ და მეტ ყურადღებას მოგვაქცევთ. ღმერთი ყველაფერს ხედავს და მის გარეშე სუნთქვაც არავის შეუძლია. მალე მსოფლიო იმაზე დიდი პრობლემების წინაშე დადგება, ვიდრე კორონა ვირუსია, და ამიტომ სანამ დრო კიდევ გვაქვს, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, რადგან ვერც ოქრო და ვერც ევროები ჩვენ ვერ გადაგვარჩენს... მაპატიეთ, თუ რამე არასწორად ვთქვი.
19:15 #11. ბატონო ელჩო, თქვენი ევრო-გეგმების ჭირიმე, თუ ვართ თქვენს სიაში ბოლობოლო რით ვერ შეგვაგდეთ მაგ ნატოში. შეგვაგდეთ და თქვენც დაისვენებთ, ჩვენც დავისვენებთ და აგერ რუსეთიც დაისვენებს ჩემო ბატონო. თქვენი შეშფოთებით და გაოცებით ვერ შევალთ ნატოში ერთი მამაპაპური სიმტკიცე და ჩვენ ნატოში აღმოვჩნდებით ჩქარა, ჩქარა, რომ უკვე შემოიღობა მთელი საქართველო თქვენ კიდე ფიქრობთ.
21:11 #12. მაინტერესებს თქვენი აზრი, ხომ არ გავაუქმოთ სასამართლო სისტემა საქართველოში? ტყუილად ვიხდით ფულს მაგათ ხელფასებში და მანქანებში. მაინც თქვენ და ამერიკელი სენატორები იღებთ გადაწყვეტილებებს და პირდაპირ ტვიტერზე დაგვიწერეთ ხოლმე, ვინ დავიჭიროთ და ვინ გამოვუშვათ. ძალიან დიდ ფულსაც დავზოგავთ.