ბავშვთა უფლებები
პროექტის"ერთად შევეგებოთ ევროპას" ფარგლებში გრძელდება ევროკავშირის კამპანია "2015 წელი ევროპული განვითარებისთვის" #EYD. საჯარო ლექცია ივლისის თვის თემაზე - "ბავშვთა უფლებები“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ლექცია წაიკითხეს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს (EUD) წარმომადგენელმა ნიკა ყოჩიშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ მოსწავლეები და პედაგოგები ქვემო ქართლის რეგიონიდან და თბილისიდან, რომლებიც სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრები არიან. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბავშვთა უფლებების კონვენცია 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო. იგი ძალაში 1990 წლის 2 სექტემბრიდან შევიდა. კონვენცია შედგება 54 მუხლისაგან, რომელთაგან პირველი 42 მუხლი ბავშვის დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს შეეხება - ბავშვის უფლებებს, სახელმწიფოს ვალდებულებებს და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ადამიანების მოვალეობებს. 43-54 მუხლებში კი საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ სახელმწიფომ და ზრდასრულმა ადამიანებმა ერთად კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. საქართველო აღნიშნულ კონვენციას 1994 წელს შეუერთდა, რაც ნიშნავს რომ ქვეყანამ აიღო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
European Union in Georgia-ის სხვა ვიდეოები
25:40
EU Ambassador Carl Hartzell answering public quest...
01:35
რას ნიშნავს ევროკავშირი შენთვის? / What does the E...
20:37
ვიდეოგაკვეთილი როგორ დავამონტაჟოთ ვიდეო
01:23
ევროპული მწვანე შეთანხმება
01:34
ევროკავშირის მხარდაჭერით იმერეთის რეგიონში ინფრასტ...
02:20
ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში 26 საჯარო შ...
02:17
ევროკავშირის მხარდაჭერით, ინოვაციური ქართული ბიოფა...
01:50
ბავშვთა უფლებები
მსგავსი ვიდეოები
ბავშვთა უფლებები
შუადღე მესამეზე
ბავშვთა უფლებები
Nino Aslamazishvili
ბავშვთა უფლებები
დემოკრატ მესხთა კავშირი
ბავშვთა უფლებები
ბუკიოტი
ბავშვთა უფლებები ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბავშვთა უფლებები / Children’s rights
თემა: ბავშვთა უფლებების დაცვა
George Levidze
Child abuse | ბავშვებზე ძალადობა - საქართველო
info rustavi