ნაყინი ფრანგულად | შეფი ლუკა ნაჭყებია

10/12/2021
Taste Corporation-ის მიერ

🥶მართალია ცხელი მზიანი და მწველი სეზონი უკვე გავიდა, მაგრამ ნაყინის ნამდვილი გურმანების სეზონი შემოდგომა და ზამთარია.
🍨დღეს შეფმა ლუკამ თქვენთვის, ნაყინის მრავალფეროვანი არჩევანიდან ფრანგული აირჩია.
⚠️არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა , ვიდეოს დალაიქება და ზარის გააქტიურება !

#დესერტი #მოცხარი #შოკოლადი
გამოგვყევი:
instagram:   / ​​  
facebook:   / chef.cave​​  
tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave?​​​
__________________________________________
35 პროცენტიანი ნაღები 1 ლიტრი.
3.5 პროცენტიანი რძე 0.5 ლიტრი
თეთრი შაქარი 300 მლის მოცულობის / 255 გრამი
2 სუფრის კოვზი ვანილიანი შაქარი
1/4 სუფრის კოვზი მარილი.
მოვათავსოთ ერთ ქვაბში და შემოვდგთ ცეცხლზე ადუღებამდე.

ავიღოთ 12 ცალი კვერცხის გული, ავთქვიფოთ და გაცხელებული მასა ნელ-ნელა დავუმატოთ კვერცხს.
დაახლოებით ორი ჭიქის შერევის მერე შერევის პროცესი შევაბრუნოთ და კვერცხიანი მასა გადავიტანოთ ქვაბში. დავიწყოთ შესქელება.
შესქელების შემდეგ ნახევარი მასა გადავცრათ ჯამში. გადაცრილი მასა შევინახოთ საყინულეში. ხოლო მეორე ნახევრით მოვამზადოთ მეორე ნაირსახეობა.
შავი მოცხარის ჯემი 1 დიდი სუფრის კოვზი და შოკოლადის სოუსი დაახლოებით იგივე რაოდენობით ჩავასხათ მეორე ნახევარში. კარგად ავთქვიფოთ და შევინახოთ საყინულეში მთელი ღამით.
გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში !!!!!!!

ვიდეოები „Taste Corporation"-ისგან