ოსობუკო | შეფი ლუკა ნაჭყებია
ოსობუკოს ვიდეო რეცეპტი და მომზადების წესი. გამოგვყევი: instagram: https://www.instagram.com/chef.cave... facebook: https://www.facebook.com/chef.cave... tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave facebook group: https://www.facebook.com/groups/chefc... #ხორცი #რეცეპტი #ოსობუკო #შეფლუკა #შეფქეივი --------------------------------------------------------------- ოსობუკოს მომზადების წესი და ინგრედიენტები: Საქონლის არტალა 2 ცალი დაახლოებით - 600გ Ფქვილი - 100გ Მარილი - 12გ Რაფინირებული ზეიუთუნის ზეთი - 30გ სოუსი Სტაფილო - 120გ Ყვითელი ხახვი - 240გ Ნიახურის ღერო - 120გ Თეთრი ღვინო, მშრალი - 30-40მლ Ნიორი - 15გ (1 დაკეპილი დიდი კბილი, 1 მთლიანი უბრალოდ დასრესილი Ბაჰარი - 5 მარცვალი Დაფნის ფოთოლი - 2 მშრალი ან 1 ნედლი Შავი პილპილი - 5-6 მარცვალი Როზმარინი - პატარა შტო Პომიდორი რომაული - 600გ Კარაქი - 30გ Საქონლის ან ბოსტნეულის ბულიონი - 500მლ (წყალიც შეიძლება Არტალა დავბრაწოთ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან, გადმოვიღოთ ტაფიდან, ორივე მხარე დავამარილოთ და შემდეგ დავფქვილოთ ყველა მხრიდან და ისევ დავბრაწოთ მეტ ზეთში. Პარალელურად სხვა ტაფაზე მოვთუშოთ დაჭრილი სტაფილო ხახვი და ნიახურის ღერო. Სტაფილო რო დარბილდება და ხახვი დაიბრაწება, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი და კანგაცლილი წვრილად დაკეპილი პომიდორი, პამიდორი გვერდებზე მიშრობას რომ დაიწყებს, მოვასხათ ღვინო დავუმატოთ 200მლ ბულიონი. Მოვთუშოთ 5 - 7 წუთი. Დაბრაწული არტალა მოვათავსოთ პირველად ტაფაში, გადავასხათ ზემოდან სოუსი, შემდეგ დავუმატოთ კარაქი, ბაჰარი, 1 კბილი გასრესილი ნიორი, დაფნის ფოთოლი, შავი პილპილი, როზმარინი, დავასხათ დარჩენილი ბულიონი და გადავაფაროთ ფოლგა. შევდგათ ღუმელში 60-80 წუთით გადაფარებული, და შემედ 40 წუთი თავმოხდილი. Თავს რომ მოვხდით გადავატრიალოთ, და ყოველ 10 წუთში ერთხელ კოვზით თავისივე წვენი გადაასხით ზემოდან (ბეისთინგი). Გრემოლატასთვის Ოხრახუში - 40-50გ ფოთლები Ლიმონის ციდრა - 1 ლიმონი Ნიორი - 2 კბილი Ზეითუნის ზეთი - 30მლ