ძროხის ხორცი მონღოლურად | შეფი ლუკა ნაჭყებია
გიზიარებთ მონღოლურად დამზადებული საქონლის ხორცის რეცეპტს. გამოგვყევი: instagram: https://www.instagram.com/chef.cave... facebook: https://www.facebook.com/chef.cave... tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave facebook group: https://www.facebook.com/groups/chefc... #ხორცი #რეცეპტი #მონღოლურად #შეფლუკა #შეფქეივი --------------------------------------------------------------- Საქონლის ხორცი მონღოლურად Საქონლის მჭლე Ხორცი, სასურველია ბარკლის ანათალი - 300-350 გ Ძმარი, ბრინჯის - 15მლ Სოიოს სოუსი, სტანდარტული ან მუქი - 15მლ Სიმინდის სახამებელი - 8-9 გრამი Ზეთი შესაწვავად - დაახლოებით - 400-500მლ Პირველ რიგში, Ხორცს ვჭრით თხლად, ვასხამთ ძმარს და სოიოს სოუსს, და ვაყრით სიმინდის სახამებელს. Ამ ყველაფერს კარგად ამოვურევთ, და შემდეგ ვწვავთ ზეთიან ქვაბში, 170-180 გრადუსზე, ან ინდუქციურის 7იან ნიშნულზე. Შეწვას სჭირდება 30-40 წამი. Ეცადეთ, რომ Ბოლომდე არ უნდა შეწვათ. Სოუსი Ლაითი სოიოს სოუსი - 90მლ Არაქისის ზეთი - 30-40მლ Წყალი - 60მლ წყალი Ყავისფერი ლერწმის შაქარი - 80-100g Ნიორი - 4 კბილი Ჯანჯაფილი - ნახევარი რაოდენობა ნიორთან შედარებით Სიმინდის სახამებელი - 5-6გ + 60მლ წყალი Სურვილისამებრ დაამატეთ ცხარე წიწაკა Ისპანახი - 150-200გ Მწვანი ხახვი და სეზამის მარცვლები დეკორაციისთვის Ჯინჯერს და ნიორს ვჭრით წვრილად, და არაქისის ზეთთან ერთად ვშუშავთ ტაფაზე 2-3 წუთის მანძილზე, საშუალო ცეცხლზე. შემდეგ ვუმატებთ წყალს, სოიოს სოუსს, შაქარს და ერთმანეთში გავხსნით. პარალელურად გავხსნათ 5-6 გრამი სიმინდის სახამებელი 60მლ წყალში და შევინახოთ (ამით გავასქელებთ სოუსს). Დავამატოთ სახამებლიანი წყალი, დავიწყოთ შესქელება და შემდეგ დავუმატოთ შემწვარი ხორცი, კარგად მოვავლოთ, ამოვსვაროთ სოუსში, შევასქელოთ და გადავიტანოთ თეფშზე ბრინჯთან ერთად. Საკაზმად მოწალეთ ისპანახი იმავე ტაფაში სადაც ხორცი მოამზადეთ. რომ დარბილდება ისპანახი, გადაიტანეთ ხორციან თეფშზე, მოაყარეთ მწვანე ხახვი და სეზამის მარცვლები. Ბრინჯი (მოტკბო მომჟავო) Მრგვალმარცვლიანი ბრინჯი - 400მლ ან იგივე 320გ Წყალი - 440-480მლ Ძმარი ბრინჯის - 50მლ Წყალი ძმრისთვის - 50მლ Ლერწმის შაქარი - 40გ (ტრადიციულად თეთრი) Მარილი - 3-4გ Ბრინჯი კარგად გავრეცხოთ, მანამ, სანამ განარეცხი წყალი გამჭვირვალე არ გახდება. Შემდეგ, ბრინჯი დააყოვნეთ წყალში, რომ ტენი აკრიფოს. 20-30 წუთის მერე კი - გადაწურეთ. Ქვაბში მოათავსეთ ბრინჯი, და დაამატეთ 440-480მლ წყალი. Დადგით საშუალო დაბალ ცეცხლზე და თავდახურული წამოადუღეთ(დაახლოებით 7-10 წუთი), რომ წამუდეღდება დაუწიეთ მინიმუმზე ცეცხლს, და 10 წუთის მანძილზე ხარშეთ ისე, რომ სახურავი არ ახადოთ. Სახურავს თუ ახდით ბრინჯი ვერ მოიხარშება. Მოხარშვის შემდეგ, გადმოდგით ბრინჯი გაზიდან, და დააყოვნეთ კიდევ 15-20 წუთი თავდახურულ მდგომარეობაში. Შემდეგ ახადეთ ბრინჯს სახურავი და დაუმატეთ ერთმანეთში კარგად გახსნილი 50მლ ბრინჯის ძმარი 40გ შაქარი, 50მლ წყალი და 3-4გ მარილი. Ეს ბრინჯს დაატენიანებს, ოდნავ გააწებოვანებს და სასიამოვნო მჟავე გემოს შემატებს. (შეგიძლიათ გაანახევროთ ეს ძმრიანი მასა). ბრინჯი მზადაა.
მსგავსი ვიდეოები
მეგრული ხარჩოს რეცეპტი (суп харчо рецепт)
Your Cooking Show
ძროხის ხორცი კვერცხით და მწვანე ხახვით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქონლის ხორცის ხარჩო - კულინარია, რეცეპტი / saqonlis khorci...
ჩემი ცხოვრება
წვნიანი საქონლის ხორცით
Likas Receptebi
ძროხის ხორცის შემოწმება
ტელეკომპანია თანამგზავრი
როგორ შევიძინოთ საქონლის უვნებელი ხორცი
Georgian Farmers' Association GFA
ოსტრი,საუკეთესო ძროხის ხორცის რეცეპტი.Остри,лучший рецепт го...
Culinary Info.გემრიელი ამბები
საჭმელები, რომლებიც დედამიწის ეკოლოგიას ანადგურებენ
GeFacts TV