(,,მეტალის პეპელა. ჩრდილიდან\", 2010, გვ. 77-84)
ჩემი სიმღერა
დაბადება 0:02
მერე 0:55
და მერე 2:25
და მერე სად იყო და სად არ. აუდევნებელი ქარი ქარს. სხვა არც არაფერი: თვალ სა და სიცოცხლე ხელს სუა გამიქრა 5:41
ჩემი სიმღერა
დაბადება
მერე არა. და
მანამდე კი რაც ზუსტად ვიცი:
მუდამ მახსოვხარ ჩემს გვერდით და
თუ სხვა რამ გერქვა.
არ დავაზუსტებ. შენც არ მთხოვ.
არ დამაფიცებ.
მოკლედ: სულ მუდამ იყავი და
ვიყავით ერთად.
იმ ქალის ხმაში
ხავერდის თუ ატმის ხაოებს
ვკრეფდით. შეეძლო ჟრუანტელი
სიტკბოს მოდენა.
და როგორც ვრცელი
და კაშკაშა სანახაობა
მანძილით: ცხრა ცის.
სიხარულით: წამისოდენა
ეკიდა დილა. ატმიან და რძიან ბაღებში.
უნიავესი
მეხვეოდი ბედად და ბადედ.
რა ბედნიერად დავრჩებოდით
რომ არ გავეშვი.
ბევრი ვიარეთ ანდა ცოტა და
დავიბადე.
მერე
თუმცა დილის თვის
შევაცურეთ განთიადს ნავი.
ნათელი იყო:
იმ მშვენიერ დილისთვის.
ერთობ გავიზარდეთ და
ლამის უკვე ქარი იყავი
და მაჩქარებდი ვარსკვლავისკენ.
ვარსკვლავი ენთო
ქალაქებს ზემოთ.
ბაღებს ზემოთ. ოკეანეებს
ზემოთ და მაინც: თვალისგვერდით
თუ შორიახლოს
ჩვენი ზაფხულის ეკვატორის
უგრძედ განედზე
ადგა ბავშვობა ატმის ბაღებს.
რაც ზუსტად მახსოვს:
ჰქონდა სურნელი რძის და
ქალის ხმა და
გადაშლილ ნაქვიტკირალთან
სამყურები სადაც ჰყვაოდნენ
შეურეველი ჩვენი ყოფნა:
წყალთა კავშირი
ჰგავდა შეხებას
ბალახის თუ ატმის ხაოზე.
მერე და მერე:
კვადრატული მკაცრი წესებით
ქალაქი ფიჭის.
დაყოფილი თოთხმეტმარცვლიან
ტრიოლეტებად. ტერცინებად.
თეთრი ლექსების
ამოსუნთქვებად ხანდახანაც.
როცა გაცლიდნენ
სულს.
მიუშვებდი
სონეტების ღია კართან თუ
სონატინების გამჭვირვალე სადა კართამდი.
რომ დავარდნილსაც გგონებოდა:
კი არ გმართავდა
დრო
შენს ნაკვალევს მოჰყოლოდა
ანუ: მართავდი.
და მერე
მერე რა იყო?
მერე.
ცხრა მთის და ცხრა ცის იქით
მისი ბაგის ცივი ამბორი
ბაგეების კარს მიმაგრებდა.
გამორიყული ჩემს შიგნით, ჩემსკენ,
ერთიბეწო სამყაროს აქეთ
ქუთუთოების ნაპრალიდან ჟონავდა დილა
(მე ვურევდი სიტყვებს თვალსუკან. თვალწინ. და ასე.
...
ტექსტი: / 558065020975795
ჩემი გვერდი: / darejan.sumbadze
ჩემი სიმღერა
დაბადება 0:02
მერე 0:55
და მერე 2:25
და მერე სად იყო და სად არ. აუდევნებელი ქარი ქარს. სხვა არც არაფერი: თვალ სა და სიცოცხლე ხელს სუა გამიქრა 5:41
ჩემი სიმღერა
დაბადება
მერე არა. და
მანამდე კი რაც ზუსტად ვიცი:
მუდამ მახსოვხარ ჩემს გვერდით და
თუ სხვა რამ გერქვა.
არ დავაზუსტებ. შენც არ მთხოვ.
არ დამაფიცებ.
მოკლედ: სულ მუდამ იყავი და
ვიყავით ერთად.
იმ ქალის ხმაში
ხავერდის თუ ატმის ხაოებს
ვკრეფდით. შეეძლო ჟრუანტელი
სიტკბოს მოდენა.
და როგორც ვრცელი
და კაშკაშა სანახაობა
მანძილით: ცხრა ცის.
სიხარულით: წამისოდენა
ეკიდა დილა. ატმიან და რძიან ბაღებში.
უნიავესი
მეხვეოდი ბედად და ბადედ.
რა ბედნიერად დავრჩებოდით
რომ არ გავეშვი.
ბევრი ვიარეთ ანდა ცოტა და
დავიბადე.
მერე
თუმცა დილის თვის
შევაცურეთ განთიადს ნავი.
ნათელი იყო:
იმ მშვენიერ დილისთვის.
ერთობ გავიზარდეთ და
ლამის უკვე ქარი იყავი
და მაჩქარებდი ვარსკვლავისკენ.
ვარსკვლავი ენთო
ქალაქებს ზემოთ.
ბაღებს ზემოთ. ოკეანეებს
ზემოთ და მაინც: თვალისგვერდით
თუ შორიახლოს
ჩვენი ზაფხულის ეკვატორის
უგრძედ განედზე
ადგა ბავშვობა ატმის ბაღებს.
რაც ზუსტად მახსოვს:
ჰქონდა სურნელი რძის და
ქალის ხმა და
გადაშლილ ნაქვიტკირალთან
სამყურები სადაც ჰყვაოდნენ
შეურეველი ჩვენი ყოფნა:
წყალთა კავშირი
ჰგავდა შეხებას
ბალახის თუ ატმის ხაოზე.
მერე და მერე:
კვადრატული მკაცრი წესებით
ქალაქი ფიჭის.
დაყოფილი თოთხმეტმარცვლიან
ტრიოლეტებად. ტერცინებად.
თეთრი ლექსების
ამოსუნთქვებად ხანდახანაც.
როცა გაცლიდნენ
სულს.
მიუშვებდი
სონეტების ღია კართან თუ
სონატინების გამჭვირვალე სადა კართამდი.
რომ დავარდნილსაც გგონებოდა:
კი არ გმართავდა
დრო
შენს ნაკვალევს მოჰყოლოდა
ანუ: მართავდი.
და მერე
მერე რა იყო?
მერე.
ცხრა მთის და ცხრა ცის იქით
მისი ბაგის ცივი ამბორი
ბაგეების კარს მიმაგრებდა.
გამორიყული ჩემს შიგნით, ჩემსკენ,
ერთიბეწო სამყაროს აქეთ
ქუთუთოების ნაპრალიდან ჟონავდა დილა
(მე ვურევდი სიტყვებს თვალსუკან. თვალწინ. და ასე.
...
ტექსტი: / 558065020975795
ჩემი გვერდი: / darejan.sumbadze