დარეჯან სუმბაძე. 02. ჩქამი

09/08/2015
Dare Sumbadze-ის მიერ

(,,მეტალის პეპელა. ჩრდილიდან\", 2010, გვ. 24-25)

ჩქამი

მაიცას და შათანასაც,
ვინც მთხოვა წამეკითხა ეს ლექსი,
რაც ჯერ არ დამეწერა.

რომ რაც უნდა წყალი უსხა
და მიწა უფხვიერო.
ლია სტურუა

ხოლო ვინც ბევრი დახარჯა _ იმისი,
ვინც დახარჯა ცოტა
იმავე საგნის შესაძენად.
რიტორიკა

ვუყვები ამ ნაპირს. იფიქრებ რა მიშავს.
ჩქამიც თუ არ რჩება. ვივლი და ვივლი.
თავიც სირაქლემად ებნევა და ქვიშაც
და კვალიც. არ ტოვებს ნატამალს ჩრდილის
ამ გზაზე. ქვიშაზე. უბრალოდ ნაპირზე
თავს გადებ მხარზე თუ გულს გიხსნი: გეხსნები.
ცასაც ცა ეხსნება. თუ წვიმას აპირებს.
კარს კარი ეხსნება. ფორიაქს: ეს ხმები
ისხამენ ფრთებად და ჩან ჩქერად. კარ-დირეს
მთებივით მოსაზღვრულს. მეთქი: გადავივლით
ვისთვის სამშობლოს და ვისთვის ნანადირევს
ლინზე აყვანილი თეთრი ნადავლივით:
მეთქი: გადა ასწრებს დირედან. კარიდან.
შემთხვევით წა გაწყდი გვიან. და ვერთობი
მთვარით და მზით სავსე უმზეო ფერდობით
ან ცის და სარტყელის მქრქალი გაზონებით.
სარკის ხელისგულის ხელზე გაზომებით.
რასაც არ გაუშლი. და ეს სულ ერთია:
მანძილი მათ შორის ცა-მიწა. სამიზნე.
ჟასმინის ფერიდან ჩაის სურნელამდე
მანძილი. რაც გათრობს და კიდეც გაფხიზლებს:
გა სა ლა მუ რე ბა: უცხოდან უცხოთა
ერთობა. სულთა ან: ერთობა სულ მთლად.
და ღმერთმა კი იცის ბევრია თუ ცოტა
რაკი ჩაგბერე და ჯერ ისევ სუნთქავ.
ფესვი გამოედგა ლამის
შურო. ფეხი შარა-შარს გედგა.
შენი ნაკვალევი: ჩქამი.
შენი სახელია: შორს ჩემგან.
და რაკი ჰა ერის ყლუპიდან ყლუპამდე
გემოა ცვლილი და გამო ცვლილიცაა
უბიდან უბემდე. გუბიდან გუბემდე
ფერია ცვლილი და გამოცვლილი ცაა.
და ენას ასხარტებს და ალაპარაკებს
თუ მდოგვის მარცვლებით მომირთავ თაფლაკვერს.
მე ვივლი ცალად და შენ იტყვი: მა. ხინჯად
მკერდს კაწრავს: დანა და გული თუ ერთად.
სახაზავს ვაშველებ სუნთქვას და ნაბიჯებს
უჩუმრად. თუ მხარზე გეყრდნობი. ვფეთქავ.
მათ. მაძებარებმა დაგეშეს. გაუშვეს
იტყვი: ძაღლია და ძაღლურად რა უშავს-
ო. მის თუ წესია და ნება. გულებთან
ფრხილად. აქ
სიტყვაზე ცაც დანაღმულია.

ივლისი. 2009.

ტექსტი: https://www.facebook.com/darejan.sumb...
ჩემი გვერდი: https://www.facebook.com/darejan.sumb...