დარეჯან სუმბაძე. 12. ვნების შობა: 39.9
(,,მეტალის პეპელა. ჩრდილიდან", 2010, გვ. 106-110) ვნების შობა: 39.9 დაბადებით სულიერთა საზოგადოება – ტ.ს. ელიოტი 0:04 ვნების ჩემი შობა: 39.9 2:34 ვნების შობა: 39.9 დაბადებით სულიერთა საზოგადოება – ტ.ს. ელიოტი კაის ეს ავადმყოფობაც ზედ-. სულ-. მიწევნით დაემთხვა სულზე მომისწრო ანთებულმა ფილტვებმა სიცხიანზე. მაშინდელივით. როცა ფრთებს ნიშნავდა და უჩვეულოს. მსუბუქი ფეხ აკრებით ავსებდა ისედაც გადავსებულ შობისწინა ლოდინებს. ახლაც და სულმუდამ. იღებოდა კარი და რაც მოგქონდა: დედამ გამომატანა. და რაც მოგქონდა: ათისას პირველადმარტოწასვლა სხვაქალაქში. ჩემთვის. საწამლოდ. რაკი ყველასხვა დაუძლურდა. და რაც მოგქონდა: საკმარისი ფრთებითსავსე მდნარ ოთახში გაფიქრებისთვის: მხსნელი. სულ. მუდამ. და აი ახლაც: ერთიდღეა რაც ის არსებობს. ის ჯერმხოლოდ ერთი დღისაა. მხსნელი რწმენა. გრილი ხელები და ზურგი აქვს. ის სულ მხოლოდ ერთიდღისაა. სულ სულზე მისწრებს. აღარ ვითვლი და მე სულ მყოფნის. თუ ფოსფორის მძივი მეშლება სულ ხელი გრილი და ზურგი აქვს. კატებს დარჩეთ ცხრავესიცოცხლე. მე მაინც მყოფნის. აი, როგორც: რაც გადმომირჩა ბაგისმიერი ლოცვებიდან მოფარფატე ალის ფილტვებზე როცა ვერგასცდა ლოცვა ბაგეს. და რაც მოგქონდა ბაგიდან შუბლზე უჩვეულოდფრთხილად მრჩებოდა მაშინ და სულ. ასე: მისწრებად. ჩემო. მზერაყინულიანო. ერთი დედის ერთგულაში გზისგამკვალავო. ხომ არ მითქვამს აი კრიფე გუდა-ნაბადი წადი მეთქი. როგორგეტყოდი თანაზიარს ჩემფიქრამდე გამო ნაკვერს როგორ გეტყოდი: ერთ გუდაში ამოყვანილებს რად უშორდებათ სავალი ასე. სათვალი ასე. ყურ- მისაწვდენი. ამა ღამის ანთებულ და უთქმელობის ხმის ჩახლეჩამდე რომ გეძახი და მიუვალი ჩემი რწმენის აღმართზე შემდგარს ჩემ საყრდენად. განა ფიქრად. შენი ზურგისკენ მოდევნებული ერთი სიტყვაც ვერ მოგაწვდინე. ვნების ჩემი შობა: 39.9 მას გრძელი. თლილი თითები აქვს და მშვიდად მვარცხნის. მი მო მე ფანტა. ბაგეემი. შუბლზე. მეხება. ამ შობას ვკვდები ვიბადები ალის და ნაცრის. როგორც ცომისთვის სარეცელი: საწოლი ვარცლის. მე ვწევარ მისით. მორეული თვლემა და მვარცხნის თმას. მდინარეებს ... ტექსტი: https://www.facebook.com/darejan.sumb... ჩემი გვერდი: https://www.facebook.com/darejan.sumb...
Dare Sumbadze-ის სხვა ვიდეოები
00:23
გალაკტიონ ტაბიძე ,,ათოვდა ზამთრის ბაღებს"
02:19
დარეჯან სუმბაძე. 09. მოკლე. სიცოცხლის ღამის სიზმარ...
02:58
დარეჯან სუმბაძე. 02. ჩქამი
01:27
შობამდე
02:39
დარეჯან სუმბაძე. 06. თრომბოციტოპენია. მალაიური მან...
01:22
დარეჯან სუმბაძე. 15. წითელი ვენახი არლში
01:47
დარეჯან სუმბაძე. 07. ჩემი სპონსორი. საბაზრო ეკონომ...
მსგავსი ვიდეოები
დარეჯან სუმბაძე. 10. ბრბოსაცდენილო ირემო და ჯოგსაცდენილო. რა...
Dare Sumbadze
დარეჯან სუმბაძე. 09. მოკლე. სიცოცხლის ღამის სიზმარი. ჩართვა
Dare Sumbadze
დარეჯან სუმბაძე. 02. ჩქამი
Dare Sumbadze
დარეჯან სუმბაძე. 06. თრომბოციტოპენია. მალაიური მანია და...
Dare Sumbadze
დარეჯან სუმბაძე. 15. წითელი ვენახი არლში
Dare Sumbadze
დარეჯან სუმბაძე. 07. ჩემი სპონსორი. საბაზრო ეკონომიკა და პრე...
Dare Sumbadze
დარეჯან სუმბაძე. 16. მეტალის პეპელა. ჩრდილი
Dare Sumbadze
დარეჯან სუმბაძე. 14. ქარი და წისქვილი
Dare Sumbadze