დარეჯან სუმბაძე. 16. მეტალის პეპელა. ჩრდილი
(,,მეტალის პეპელა. ჩრდილიდან", 2010, გვ. 119-120) მეტალის პეპელა. ჩრდილი ამ ფრთების იქით ღამეა და ჟანგის ქალაქი ამ ფრთების აქეთ გადმომედო. აქეთ ამავსო. და ნუღარ მეტყვი: ხვალ უთუოდ გეტყვი ამასო: რა უნდა მითხრა. ან ისეთი რა დამახარბო ყველა სალარო გამოვხსნა და გადავაფასო: სიმართლე – ცრუში. მზე – რა-წყალში. ცე-ცხლი და ვერ-ცხლი ერთი საწყაო მრუდე სიტყვით თუ იწონება. რა უნდა მითხრა. რაც ყველას და ყველას შემიცვლის ყველა ფერს. პირველ სახედ მიქცევს ჭკუით. გონებით: მზე გასულია. აქ იტყვიან: დროა ჩასული. ზღვაში. ეძებონ(!) ჯოჯოხეთი რა სათქმელია. ხვალ აღარ მითხრა: თუ უკეთესს რამეს ელიან. თუ ჯოჯო ხეთა ტყეებს ნახავ თანაც დაუთვლელს. მზე გასულია. მზის საათზე ანთია ჩრდილი ანუ: არ მოვა. არ ამოვა ნათელი დილაც ანუ: გასცდება სადმე. ხანძარს. იქით დაუნთებს. მითხარი: დიდხანს იბობოქრა. ტალახი დაცხრა. მერე ნატიფად. არ იცოდა რამ გაგათოვა. და როცა ჩრდილით შეიმოსე ბალახის ნაცვლად. არც მან იცოდა ცა და მიწა. გვალვა და თოვა თუ სადღაც ერთგზას ადგებიან ბოლოსდაბოლოს რაღაც ტკბილ-მწარედ ღრუბლიანი მზიანის ნაზავს. და რაკი დღეებს და სახელებს იცვლიან მხოლოდ. რაკი ხმაურით ფეხაუდგმელ ფიქრებს ხაზავენ. არ იტოვებენ: აღარც სხვამთას და აღარც სხვაგზას. და აღარც იმედს. როგორ მეტყვი. რაკი: ვინიცის რა სათქმელია ივიწყებდე. და მაინც გწამდეს. როცა ღამეა ფრთების იქით. აქეთ. თბილისი წყალს წაუღია ასე სავსე პირამდე. ცამდე. 06.03.10. ჩემი გვერდი: / darejan.sumbadze
Dare Sumbadze-ის სხვა ვიდეოები
00:23
გალაკტიონ ტაბიძე ,,ათოვდა ზამთრის ბაღებს"
02:19
დარეჯან სუმბაძე. 09. მოკლე. სიცოცხლის ღამის სიზმარ...
02:58
დარეჯან სუმბაძე. 02. ჩქამი
01:27
შობამდე
02:39
დარეჯან სუმბაძე. 06. თრომბოციტოპენია. მალაიური მან...
01:22
დარეჯან სუმბაძე. 15. წითელი ვენახი არლში
05:06
დარეჯან სუმბაძე. 12. ვნების შობა: 39.9
01:47
დარეჯან სუმბაძე. 07. ჩემი სპონსორი. საბაზრო ეკონომ...
მსგავსი ვიდეოები
დარეჯან სუმბაძე. 07. ჩემი სპონსორი. საბაზრო ეკონომიკა და პრე...
Dare Sumbadze
დარეჯან სუმბაძე. 09. მოკლე. სიცოცხლის ღამის სიზმარი. ჩართვა
Dare Sumbadze
დარეჯან სუმბაძე. 02. ჩქამი
Dare Sumbadze
დარეჯან სუმბაძე. 06. თრომბოციტოპენია. მალაიური მანია და...
Dare Sumbadze
დარეჯან სუმბაძე. 15. წითელი ვენახი არლში
Dare Sumbadze
დარეჯან სუმბაძე. 12. ვნების შობა: 39.9
Dare Sumbadze
დარეჯან სუმბაძე. 14. ქარი და წისქვილი
Dare Sumbadze
დარეჯან სუმბაძე. 04. აგვისტოს აბსურდი
Dare Sumbadze