(,,მეტალის პეპელა. ჩრდილიდან\", 2010, გვ. 58-59)
თრომბოციტოპენია. მალაიური მანია და მალაგაგადასხმული ჰორიზონტი 31-სა და დამდეგს შორის
ჩემი აზრით, სისხლი არი ჭკვიანი,
რაღაც წებოს გამოიმუშავებსო შესახორცებლად
მარიცა
ასეთი თავგანწირვა მჭირდებოდა, ზუსტად ასეთი –
ალმასზე დაღვრილი თრომბოციტებით და
შედედების დავიწყებული უნარით –
შეერთების, შერიგების. ზუსტად ასეთი
თრომბოციტოპენიით. და გაზიარებით, გაზავებით
მასთან, რომელიც ბლანტია და წითელი.
მე ვარ ცუდად. მაგრამ არის რაღაც,
რაც კარგად ვიცი. ვიცი მჭირდება
ნარინჯისფერი ტონები სამზარეულოში.
ახალი, უცნაურიფერის დღესასწაული
მჭირდება. მითხრან: რა საშინლად ვწერ.
როცა ღვინო ბლანტია და წითელი.
როცა ამებიოზი ადამიანების პატარა სასიკვდილო დაავადებაა.
და არ ესმით, რა საწყენია. მე არ მესმოდა.
როცა ვიყავი. შეპყრობილი.
ამოკით. ავადდება ყველა, ვისი დახმარებაც მჭირდება.
და მე ვხდები პაციენტი
უფსკრულის ან ჩიხის ან გემის დამატებითი რეისის
მეორე კლასის. მე ვხდები.
ჩემი ფიზიონომია თანდა თან, თანდა თან, თანდა თან
უახლოვდება კანშემოსილ კარკასს და
ზუსტად ვიცი
აღარაფერი შეიცვლება – აღარც ხერხემალი 18-სა და 17-ს
შორის შეშუპებით, თუ მარადიული ჩავარდნით,
არასგზით. არაფერი. გარდა იმის: რომელიმე გაზაფხული
მასზე დააშენებს ტყემალს ან ალუბალს.
ყვავილი იქნება თხელი და აქროლადი
და მე ნიავის სურვილს აყოლილი,
ნიავის სურვილს –
ფერფლი, ნეშომპალა
რომელიმე გაზაფხულამდე.
როცა ჩემი ღია მტევნები გაიწვდებიან ზეცისკენ და
როცა კვირტები დაფარავენ
მარტივ სიმორცხვეს აი ამ ძვლების, აი ამ.
რომელიც ახლა ღია ზღვით მგზავრობს
აკრავს კანი და ვერ ფარავს იანვრისკენ
ბუდისძირში დავარდნილი ბეღურის ცახცახს.
როცა ღვინოსაც შეუძლია
იყოს ბლანტი და ღვინისფერზე ბევრად წითელი.
სისხლმდენი ალმასების იქით,
გამჭოლი მინების.
ყველაფერი ლალისფერი ჩანს,
უნიჭო ნისლიანი ჰორიზონტებიც.
01.01.08.
ტექსტი: https://www.facebook.com/darejan.sumb...
ჩემი გვერდი: https://www.facebook.com/darejan.sumb...