დარეჯან სუმბაძე. 03. სამშობლო: სტიქია თიბათვე

09/08/2015
Dare Sumbadze-ის მიერ

(,,მეტალის პეპელა. ჩრდილიდან\", 2010, გვ. 29-30)

სამშობლო: სტიქია თიბათვე

ქარის ფარაა შეღამება. მოვიდნენ. ქრები.
ქარმა მო დენა. მო ასწორა ველიან ჩრდილებს.
არასწორია ქარები და. სწორია: ქრები
როცა ვეღარქრი. უფროსწორად ვერ იმორჩილებ
რასაც ფლობდი და საუკუნე რასაც ფარავდა.
ქრები ქრიან და მე შლებიან სუ მზედ. სუდარად.
რაკი დამუნჯდა ამიტომაც ალაპარაკდა.
ვარო სამშობლო. მეხვიეო სუმზედ. სუ დარად.
ვარ უსამშობლო. უფროსწორად. ქარი ამბობდა.
რად(!) და ტრამალდა თვალი. ამის გამო. და ზოგი
იფიქრებს: ახლა აჯობებსო წყნარი ამბორი.
ვიფიქრე: აქ სჯობს მიწახარ და გამო მიზოგე
ხან ავაზაკად გე მსგავსები. ხანაც მნათედ. და
თავად მიცოდე გაუ მხელლად. გულში ვინა ვარ
სული. შენს ხელში ჩამებნა და მევთქვი: გათენდა
მძივი. შენს თვალწინ დამი ცრემლდა. შენთქვი: მდინარე.
და აქაც ქარი იყო ქარი. და ქარი: წყალი
ნაძინარ მინდვრებს ვერაუვალ თვალის მობანად.
მოულეველი. დაურწყული და თანაც მწყრალი.
შე ფარებული სათიბ წვიმებს. დამალობანას.
და თიბდა თვეში თიბათვეში. და ქარი: წყალი.
ანა რეკლია. ნამზევარი ნუ გეგონება.
რაც სი შორეა. თუკი ზოგჯერ სხივი მო უჩანს.
ნარ და ეკლიანს ვარდად უღირს მთელი ქონება.
შესაბამისად მწარეს ტკბილო ისხამს მოურჩა
თუკი ჭრილობა. გამოწვდილი მუჭად. სამადლოდ
ნაგროვ პატივებს. ხურდა-თაყვანს არქმევს სახელად
სტომაქ-დილეგში ვინც მორიგჯერ ქარმა დაბადა
ან ხე ტიალი დააბედა თავზესაყრელი
დაბადებიდან. და ხელად აქვს მჭიდი გამოწვდილ
სათოფურებზე მოთვალთვალე გუგა დანარჩენს
გამოიგონებს ბედის ცას და თუკი წამოწვიმს
(წამო. წვიმს ჩემთან) არ დატოვებს ქვაზე დანარჩენ
ქვას და ვენახსაც. სამტევნეს და მოსაძინებელს.
სამაგიეროდ თავზესაყრელს: წვიმის ზვინებად:
...
25.06.09.

ტექსტი: https://www.facebook.com/darejan.sumb...
ჩემი გვერდი: https://www.facebook.com/darejan.sumb...