დარეჯან სუმბაძე. 14. ქარი და წისქვილი
(,,მეტალის პეპელა. ჩრდილიდან", 2010, გვ. 114-115) ქარი და წისქვილი მე იგივე ვარ მარად შენი. ამბობ: ყველასი. საზოგადოდ. ანუ: ჩემი ნუ გეშინია. გვერდით სადაც ვერ იტანენ შემოდგომა როგორ ცვლის ზამთარს. ზაფხული: ზაფხულს. მე იგივე ვარ. ფიქრიდან აქეთ. ნამდვილ მთა-ბარზე სადაც საგნები მნიშვნელობას ივიწყებენ ანუ: იცვლიან. იგივე. ანუ: ფეხმოუცვლელი. თუ ასე გიჯობს. თორემ აი საკმარისია ერთი ნაბიჯი და ნახე მერე: უეჭველი მეგობარიც უარს გეტყვის იყოს შენი (თანა)ზიარი ვთქვათდა: წიგნის რედაქტორი. თითქოს არასდროს უარესზე დაე მჩნია ავროგრაფი. და ნახე მერე: გამოჩნდება მუდამ საბრალო ჭეშმარიტად ვინმე მაიცა. და ქვა ყულფზე. იოცნებე. და ბლანტიფრენა. ოკეანეს ლამის გამცდარი: ზღვა უძიროა. ვერ დაგპირდები: მე იგივე ვარ ამ წამის რიტმით იწერება ეს სიტყვები. ეს მას მოსთხოვე. გააჩნია როგორ მოძრაობს სისხლი ამწამს. ვერ დაგპირდები: მე იგივე მაგრამ იგივე ვინც გპირდები: აი! აზრი ამ წამის რიტმით მოძრაობს ასე: დარწმუნების საუკეთესო ჩემი ძალა. ჩემი სიტყვები. ქარაფშუტა თავდაჯერების საფუძველი. და ამიტომაც. და- გპირდები: მე იგივე ვარ ვინც წავიდა ვინც სულ მიდის. მიუხედავად: ნუ გეშინია. გუშინ მხოლოდ ასი ცალი დაბეჭდეს და ტირაჟი შეწყდა. ჯერ გუშინაა. ჯერ არავის ახსოვს რომ მალე მოუწევთ ერთი: -მეასედი სანთლით ეძებონ. და აქ: რაკი მექანიკურს სხვისი წასვლის ძაფზე მიბმული სხვისი ნაბიჯი ამოძრავებს. უეჭველი შენი ფიქრიდან გადმოსულები. ისინი. ამას აღარასდროს გაპატიებენ: და როცა ყველა. ყველა უკვე გამოგონილი აბოდიალდა. სიტყვებიდან გადმოაბიჯეს: ბოსტნეულებმა, მაიცებმა. ხისტმა საგნებმა: მოდრეკისკენ. და და-მსხვრევისკენ; ვერ-ტიკაკურმა მთვლემარეებმა: იძულებითი ჰორიზონტისკენ და როცა ყველა. გაგიცოცხლდა შტერი სიბრმავე: გარეალურდა. და გიყურებდნენ დონდლო ეჭვით. მათთვის უეჭველს. ოკეანეს უკვე გამცდარს. იოცნებე. ზღვა უძიროა. და წასვლამდე. ანუ ყოფნისას ფეხმოუცვლელად ყველასთვის რომ შესაბამისი სახელი გეთქვა ხომ არასდროს დახარჯავდი ამდენ სიტყვას: ... 25.02.10. ტექსტი: / 549869568462007 ჩემი გვერდი: / darejan.sumbadze
Dare Sumbadze-ის სხვა ვიდეოები
00:23
გალაკტიონ ტაბიძე ,,ათოვდა ზამთრის ბაღებს"
02:19
დარეჯან სუმბაძე. 09. მოკლე. სიცოცხლის ღამის სიზმარ...
02:58
დარეჯან სუმბაძე. 02. ჩქამი
01:27
შობამდე
02:39
დარეჯან სუმბაძე. 06. თრომბოციტოპენია. მალაიური მან...
01:22
დარეჯან სუმბაძე. 15. წითელი ვენახი არლში
05:06
დარეჯან სუმბაძე. 12. ვნების შობა: 39.9
01:47
დარეჯან სუმბაძე. 07. ჩემი სპონსორი. საბაზრო ეკონომ...
მსგავსი ვიდეოები
დარეჯან სუმბაძე. 09. მოკლე. სიცოცხლის ღამის სიზმარი. ჩართვა
Dare Sumbadze
დარეჯან სუმბაძე. 02. ჩქამი
Dare Sumbadze
დარეჯან სუმბაძე. 06. თრომბოციტოპენია. მალაიური მანია და...
Dare Sumbadze
დარეჯან სუმბაძე. 15. წითელი ვენახი არლში
Dare Sumbadze
დარეჯან სუმბაძე. 12. ვნების შობა: 39.9
Dare Sumbadze
დარეჯან სუმბაძე. 07. ჩემი სპონსორი. საბაზრო ეკონომიკა და პრე...
Dare Sumbadze
დარეჯან სუმბაძე. 16. მეტალის პეპელა. ჩრდილი
Dare Sumbadze
დარეჯან სუმბაძე. 04. აგვისტოს აბსურდი
Dare Sumbadze