პიურე და კატლეტი | შეფი ლუკა ნაჭყებია

12/28/2021
Taste Corporation-ის მიერ

შეფ ქეივის დღევანდელი ვიდეო კარგად დავიწყებულ ძველს უკავშირდება. რათქმაუნდა ეს კერძი ყველა ოჯახში გაკეთებულა და ჩვენც არ ჩამოგჩით
გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და გაააქტიურეთ ზარის ღილაკი!

#კატლეტი #პიურე #ფარში

გამოგვყევი:
instagram:   / ​​  
facebook:   / chef.cave​​  
tiktok: https://www.tiktok.com/ChefCave

____________________________________

კარტოფილი დავჭრათ კუბებად. ჩავყაროთ ქვაბში. დავასხათ ცივი წყალი, დავუმატოთ 2 ჩაის კოვზი მარილი და წამოვადუღოთ. წამოდუღებიდან 10 წუთი ხარშვის შემდეგ კარტოფილი მზადაა.

ამასობაში გამოვატაროთ ხორცი. 170 გრამი ცხიმი და 700 გრამი ხორცი გამოვატაროთ ხორცის მანქანაში დავუმატოთ 170 გრამი თეთრი ხახვი, ერთი კბილი ნიორი და 5 გრამი ნიახურის ღერო.
ამის შემდეგ გამოტარებული ხორცი გადავზილოთ ხელით. გადაზელილ მასას დავუმატოთ 30 გრამი საფანელი და 1 კვერცხი. დავუმატოთ მასის 1.5 პროცენტი მარილი და დავასვენოთ მაცივარში.

კარტოფილის მოხარშვის შემდეგ წყალი გადავწუროთ. დავუმატოთ მუსკატის კაკალი, დავახეხოთ ნახევარი კბილი ნიორი. დავიწყოთ კარტოფილის ამოზელვა და დავუმატოთ 100მლ რძე.
პიურე მზადაა.

ამასობაში გამოვიღოთ ხორცი მაცივრიდან, მივცეთ სასურველი ფორმა და დავიწყოთ ზეთში შეწვა დაბალ ცეცხლზე.

ვიდეოები „Taste Corporation"-ისგან