#25. Tsinandali Park - #25. წინანდლის პარკი

11/13/2020
Soso Mikeladze Official-ის მიერ

#წინანდალი #Tsinandali #Park #Georgia #Resort #საქართველო
დღის რჩევის ერთ-ერთი გამოშვების გადაღებისას წინანდლის პარკის სხვადასხვა ვიდეოფრაგმენტებიდან შეიკრა ეს რგოლი. ისიამოვნეთ, მოიწონეთ და გააზიარეთ!

წინანდლის პარკი, ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულის კომპლექსი — არქიტექტურული, ისტორიული ძეგლი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში. შედგება სასახლის, ღვინის სარდაფის, სასტუმროს, მეურნეთა და მოურავის სახლების, მაცივრის, სანერგის, ეკლესიის ნაშთის, სამთავრობო რეზიდენციის, პარკისა და გალავნისაგან.
წინანდლის ჭავჭავაძეთა მამულების ისტორია XVII საუკუნიდან იღებს სათავეს, როდესაც ერეკლე I-მა, სოფლის გაძლიერების მიზნით, სოფელ ჭავჭავიდან (მთიულეთი) ჭავჭავაძეთა წინაპრები(მამუჩის შვლები) ჩამოასახლა. 1680 წელს კი წინანდალში დაასახლა და აზნაურობა უბოძა, შემდეგ მეფე თეიმურაზმა მათ გვარს მცირ თავადის ტიტული მიანიჭა, მცირე რაოდენობით ყმა და მამული მისცა. ერეკლე II-მ კი ჭავჭავაძეობა დაუმტკიცა.
1797 წელს ერეკლე II-მ გარსევან ჭავჭავაძეს (საქართველოს ელჩს რუსეთში), წინანდალთან ერთად უბოძა სოფლები: ზეგაანი, ნაფარეული და მუღანლო. გარსევან ჭავჭავაძემ თავისი სასახლე წინანდალში ააშენა.
1818 წელს აქვე აშენებს პირველ, ხოლო 1831 წელს მეორე სასახლე მისი ძე — ალექსანდრეც. 1829 წელს გაჰყავს წყალსადენი და 12 ჰა ტერიტორიაზე, ტყით დაფარულ მამულში აწყობს პარკს, რისთვისაც იწვევს ევროპელ დეკორატორებს. 1840 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძემ ააშენა ღვინის მარანი. მის სახელ უკავშირდება ვაზის ახალი ჯიშების გამოყვანა და მეღვინეობაში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა. ამ პერიოდისათვის რომანტიკოსი პოეტის მამული მოწინავე საზოგადოების თავშეყრის ადგილად იქცა, სადაც ხდებოდა ტრადიციული ქართული და ევროპული კულტურების დაახლოება.