მოდი ღამე მუზეუმში - აქცია რუსთავის ისტორიულ მუზეუმში


18 მაისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე, რუსთავში, აქციის - „მოდი ღამე მუზეუმში“, ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიღვნილი აქტივობების ფარგლებში, მოეწყო რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის ამსახველი ფოტოგამოფენა, თემატური საარქივო მასალის ჩვენება და ინტერაქტიული ღონისძიება - „მე რუსთაველის პერსონაჟი ვარ“. შესრულდა მუსიკალური ნომრები კამერული ორკესტრის, ფოლკლორული ანსამბლისა და ადგილობრივი ბენდის მონაწილეობით.

ქალაქის ისტორიულ მუზეუმში მიმდინარე ღონისძიებაზე, რუსთველი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი, რუსთავის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა სფეროსა და ასაკის წარმომადგენელი, ადგილობრივები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ აქცია - „ღამე მუზეუმში“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით და მხარდაჭერით, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში ტარდება.
#ქვემოქართლი2019
#რუსთავი2019
#მოდიღამემუზეუმში2019

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან