მოდი ღამე მუზეუმში
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, მთელი კვირის მანძილზე, მრავალფეროვანი ღონისძიებები - გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები გაიმართება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია - „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა (შესვლა უფასოა). დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია - ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. მანამდე კი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, თბილისის სხვადასხვა უბანს სლოგანით „მოდი ღამე მუზეუმში“ მოხატავენ და დამთვალიერებლებს მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდებენ. 18 მაისს, საქართველოს ყველა მუზეუმში ღია კარის დღე გამოცხადდება, სადაც ყველა მსურველისთვის შესვლა უფასო იქნება! http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
მოდი ღამე მუზეუმში
culturegovge culturegovge
მოდი ღამე მუზეუმში
culturegovge culturegovge
„მოდი ღამე მუზეუმში“
Municipality of Marneuli
#მოდი ღამე მუზეუმში
English speaking
მოდი ღამე მუზეუმში
culturegovge culturegovge
მოდი ღამე მუზეუმში
culturegovge culturegovge
მოდი ღამე მუზეუმში - აქცია რუსთავის ისტორიულ მუზეუმში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
მოდი ღამე მუზეუმში - მუშტაიდის გაცოცხლებული ისტორიები
culturegovge culturegovge