მოდი ღამე მუზეუმში

05/26/2017
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 27 მაისს, აქცია - „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმები თბილისისა და რეგიონის მასშტაბით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მუზეუმების გაერთიანების სამი მუზეუმი, რეგიონული მუნიციპალიტეტის მუზეუმები, ორი უწყებრივი მუზეუმი - ქართული სპორტის მუზეუმი, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმი და კერძო მუზეუმი - ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.
დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია - ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. მანამდე კი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, თბილისის სხვადასხვა უბანს სლოგანით „მოდი ღამე მუზეუმში“ მოხატავენ და დამთვალიერებლებს მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდებენ.




http://culture.gov.ge

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან