მარნეულში 22 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

29.12.2018 01:13

მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში, ბინა 22 დევნილ ოჯახს გადაეცა. საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ამ ეტაპზე, ბინები იმ დევნილმა ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ შენობაში ცხოვრობენ. 22 ბინიდან 4 ერთოთახიანია, 10 ოროთახიანი, 8 კი სამოთახიანი. აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები მენაშენეების პროექტის ფარგლებში შეისყიდა. 2019 წლის გაზაფხულზე, მარნეულში ბინას, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, კიდევ 16 ოჯახი მიიღებს. #ქვემოქართლი2018 #მარნეული2018 #ბინადევნილოჯახებს2018 #სახელმწიფორწმუნებული2018 #შოთარეხვიაშვილი2018

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მარნეულში 22 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
02:04

მარნეულში 22 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ბინები დევნილი ოჯახებისთვის
01:13

ბინები დევნილი ოჯახებისთვის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მარნეულში ბინა 22 დევნილ ოჯახს გადაეცა
01:42

მარნეულში ბინა 22 დევნილ ოჯახს გადაეცა

Municipality of Marneuli

მარნეულში 31 დევნილი ოჯახისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდა
04:27

მარნეულში 31 დევნილი ოჯახისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდ...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა
01:48

მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა
01:16

მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

არჩევნების მიმდინარეობა მარნეულში - 22 ოქტომბერი, 2016
48:13

არჩევნების მიმდინარეობა მარნეულში - 22 ოქტომბერი, 2016

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა მარნეულში 22 -07 -2017
01:45

უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა მარნეულში 22 -07 -2017

TV4. ge

ყველა ვიდეო