უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გარდაბანში
გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, დიპლომატიური კორპუსის საკანონმდებლო ორგანოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადაგენლები დაესწრნენ. მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით აშენდა. თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის სეზონისთვის სრული მოცულობით უზრუნველყოფს. „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ წელიწადში 1,3 მილიარდ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ახალი თბოელექტროსადგური, პირველად საქართველოში, ინოვაციური, ე.წ. ნულიდან გაშვების ფუნქციითაა აღჭურვილი, რაც ქვეყნის ელექტროსისტემაში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, დროის მოკლე პერიოდში, სისტემისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას და ნულიდან აღდგენას გულისხმობს. კომბინირებული ციკლის ახალი ენერგო-ეფექტური თბოელექტროსადგური თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებ გაზს მოიხმარს და უფრო ეკონომიურია, ვიდრე საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ძველი ენერგო ბლოკები. #ქვემოქართლი2020 #გარდაბანი2020 #სახელმწიფორწმუნებული2020 #შოთარეხვიაშვილი2020
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერმა გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექ...
Georgian Government
დავით საგანელიძე თბოელექტროსადგური „გარდაბანი 2“-ის გახსნაზე
საპარტნიორო ფონდი
"მეგადორსი" - უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ევროპული დონ...
Megadoors - მეგადორს
მიხეილ სააკაშვილი ჯეოსელის კლასში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
პირველი არხის ახალი შენობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პირველი არხის ახალი შენობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster