ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულში მიმდინარე პროექტებზე

14.05.2019 02:47

14 მაისს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა და მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობის პროცესს გაეცნენ, რომლის განხორციელებაც, დაახლოებით ერთი თვეა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ მარნეულისა და მუნიციპალიტეტის სოფლების 35 200-მდე მაცხოვრებელი 24 საათიანი, ხარისხიანი, წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტის ღირებულება 55 მილიონი დოლარია და მარნეულის წყალმომარაგება-წყალარინებისა და ბოლნისის წყალარინების სისტემის მშენებლობას ითვალისწინებს. სამუშაოებს, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. უახლოეს პერიოდში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ქალაქ მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე, დაახლოებით, 6 777 498 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. აღნიშნული ტერიტორია დღეს, ვიცე-პრემიერმა მთავრობის წევრებთან ერთად მოინახულა და პროექტის დეტალებზე ისაუბრა. ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე გაეცნენ მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ რეაბილიტაციის პროცესს, სადაც უახლოეს პერიოდში მასშტაბური დასასვენებელი რეკრიაციული სივრცე მოეწყობა. პირადად მოინახულეს აღმამედლო-კასუმლო-ულაშლოს გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტში 1 397 693 ლარით ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონახულების ფარგლებში მაია ცქიტიშვილმა, მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დებედას ნაპირსამაგრის პროექტის მიმდინარეობა დაათვალიერა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა. აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია-გეურარხში მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, მდინარეს უკვე შეეცვალა კალაპოტი, ამ ეტაპისთვის კი ეწყობა ქვის გაბიონები, რომელმაც მდინარე ადიდების დროს უნდა შეაკავოს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 511 957 ლარია გამოყოფილი. #ქვემოქართლი2019 #ინფრასტრუქტურა2019 #მარნეული2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შეხვედრა მარნეულის მოსახლეობასთან
01:11

შეხვედრა მარნეულის მოსახლეობასთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან
01:28

შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

სოფელ წოფში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდება
01:54

სოფელ წოფში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდე...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

TV იმედი - მარნეულში მასშტაბური რეკრეაციული სივრცე გაიხსნა
01:26

TV იმედი - მარნეულში მასშტაბური რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

Municipality of Marneuli

მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება
01:58

მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდებ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება
00:51

მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდებ...

Municipality of Marneuli

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნოვრუზ ბაირამის ღონისძიებაზე
05:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნოვრუზ ბაირამის ღონისძიებაზე

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

მასშტაბური რეკრეაციული სივრცის გახსნა მარნეულში
01:46

მასშტაბური რეკრეაციული სივრცის გახსნა მარნეულში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ყველა ვიდეო