საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნოვრუზ ბაირამის ღონისძიებაზე
21 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ცენტრალური ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტში ,,ნოვრუზ ბაირამის“ სახალხო დღესასწაულზე იმყოფებოდა. ,,ნოვრუზ ბაირამი“ მარნეულში სახალხო სეირნობით გაიხსნა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა პრემიერ-მინისტრს და ღონისძიების სტუმრებს ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, ხალხური რეწვის ნიმუშები, რეგიონის მუნიციპალიტეტების პავილიონები და ეთნოკუთხეები გააცნო. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიმბოლური კოცონი ერთობლივად დაანთეს, მიმდინარე სპორტულ ასპარეზობებს დაესწრნენ და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. ,,საქართველო ისტორიულად ყოველთვის იყო თავისუფლებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ისტორიული მაგალითი, რასაც ყოველთვის უწყობდა ხელს სახელმწიფო და ხელისუფლება. კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნება განსაკუთრებით იგრძნობა ქვემო ქართლში, რაც აძლიერებს და მიმზიდველს ხდის სრულიად საქართველოს. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენი სამშობლო საქართველოა და ერთობლივად უნდა ვიზრუნოთ მის სიძლიერეზე, მომავალზე და დაცვაზე“- განაცხადა მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობაზე. რეგიონის მოსახლეობას, ,,ნოვრუზ ბაირამის“ სახალხო დღესასწაული სცენიდან პირადად მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინიტრმა. ,,საქართველოს სიძლიერე მუდამ იყო მის მრავალფეროვნებაში, იმაში, რომ ჩვენ, საქართველოს შვილები ერთად, გვერდიგვერდ, მუხლჩაუხრელად ვშრომობდით ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლისთვის. ეს დიდი სიყვარული და ძმობა უპირობოდ უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს. ძალიან მიხარია, რომ დღესასწაულს ესწრებიან ჩვენი მეგობრები აზერბაიჯანიდან. მინდა, ჩვენს დებსა და ძმებს აზერბაიჯანში მივულოცო ნოვრუზ ბაირამი და მათ ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მარნეულის მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო ღონისძიებები დღის ბოლომდე გაგრძელდება. #ქვემოქართლისრეგიონი2019 #ნოვრუზბაირამი2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღინიშნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული
Irakli Garibashvili
ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირ...
Georgian Government
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული
Georgian Government
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის...
misha robaqidze
კომენტარი
Irakli Garibashvili
პრემიერ მინისტრის კომენტარი
TV IMEDI